Clopixol 10mg tablet N100
Clopixol 10mg tablet N100

Clopixol 10mg tablet N100

Denmark

ლუნდბეკი
About Product
დასახელება - CLOPIXOL® (კლოპიქსოლი®)

რას წარმოადგენს წამალი კლოპიქსოლი და რა მიზნით გამოიყენება?
როგორ მოქმედებს წამალი კლოპიქსოლი?
კლოპიქსოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ზუკლოპენტიქსოლს. კლოპიქსოლი განეკუთვნება ანტიფსიქოზურ წამალთა ჯგუფს (რომლებსაც ასევე უწოდებენ ნეიროლეპტიკებს).
ეს წამლები მოქმედებს ნერვული გამტარობის გზებზე თავის ტვინის განსაზღვრულ უბნებში და ხელს უწყობენ თავის ტვინში ზოგიერთი ქიმიური ბალანსის დარღვევის მოწესრიგებას, რომელიც იწვევს აღნიშნული ავადმყოფობის სიმპტომებს.
რა შემთხვევებში გამოიყენება პრეპარატი კლოპიქსოლი?
კლოპიქსოლი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული შიზოფრენიის შემთხვევებში და ასევე სხვა ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით შემდეგი სიმპტომების მქონე დაავადებების დროს: ჰალუცინაციები, ბოდვები, აზროვნების დაქვეითება, აჟიტაცია, აღგზნებული მდგომარეობა, შფოთვა, მტრული დამოკიდებულების გამოხატვა და აგრესიულობა.
პრეპარატი კლოპიქსოლი ასევე გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის დროს წარმოშობილი მანიის სამკურნალოდ.

როგორ უნდა მივიღოთ წამალი კლოპიქსოლი
ეს წამალი ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ექიმისა ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმსა ან ფარმაცევტს.
წამალი გამოიყენება სხვადასხვა დოზებით, რომელთა სიდიდე დამოკიდებულია ავადმყოფობის ინტენსივობაზე. ზოგადად, როგორც წესი, მკურნალობის დაწყებით ეტაპზე, ექიმი გამოწერს წამლის მცირე დოზებს და შემდგომ გაზრდის ამ დოზებს მკურნალობისათვის მაქსიმალურად ოპტიმალურ დოზებამდე, რაც დამოკიდებული იქნება თერაპიული მკურნალობის შედეგებზე. შემანარჩუნებელი მკურნალობის პროცესში პრეპარატი კლოპიქსოლი უნდა მიიღოთ ერთჯერადი დოზით, საღამოს, ძილის წინ.
რეკომენდირებული დოზაა:
ზრდასრულები:
მწვავე შიზოფრენია და სხვა მწვავე ფსიქოზური დაავადებები. აღგზნებადობის მწვავე მძიმე მდგომარეობები. მანია.
როგორც წესი გამოიყენება დღე-ღამეში 10-50 მგ.
ავადმყოფობის ზომიერი და ძლიერი ინტენსივობის შემთხვევებში მკურნალობის დაწყებისას დოზა შეადგენს დღე-ღამეში 20 მგ. პრეპარატის დღე-ღამის დოზა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ყოველ 2-3 დღეში 10-20 მგ-ით დღე-ღამეში 75 მგ დოზამდე ან საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტ დოზამდე.
წამლის ერთჯერადად მიღების მაქსიმალური დოზა შეადგენს 40 მგ, ხოლო წამლის მიღების მაქსიმალური დოზა დღე-ღამეში შეადგენს 150 მგ.
შტრიხ-კოდი
ქრონიკული შიზოფრენია და სხვა ქრონიკული ფსიქოზური დაავადებები
შემანარჩუნებელი მკურნალობისას დანიშნული დოზა, როგორც წესი შეადგენს 20-40 მგ-ს დღე-ღამეში.
ბავშვებში გამოყენება
არ არის რეკომენდირებული ბავშვებისათვის პრეპარატ კლოპიქსოლის მიცემა.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა უნდა მიიღონ პრეპარატი დოზირების ქვედა ზღვარით დადგენილი დოზით.
თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში
თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ პრეპარატი კლოპიქსოლი ჩვეულებრივად განსაზღვრული დოზებით.
ღვიძლის დაავადებათა მქონე პაციენტებში
რეკომენდირებულია დავიცვათ სიფრთხილე ექიმის მიერ წამლის დოზის დანიშვნისას და თუ შესაძლებელია, განვსაზღვროთ სისხლში წამლის კონცენტრაცია.
მიღების წესი
პრეპარატი კლოპიქსოლი შეიძლება მიიღოთ საჭმლის დროს, საჭმლის მიღებამდე ან საჭმლის მიღების შემდეგ. აბების მიღებისას უნდა დააყოლოთ წყალი. არ დაღეჭოთ აბები.
მკურნალობის მიმდინარეობის პერიოდი
მკურნალობის მიმდინარეობის დროის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. მკურნალობა უნდა გააგრძელოთ იმდენ ხანს, როგორც იქნება აღნიშნული ექიმის რეკომენდაციაში, მაშინაც კი, თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
ავადმყოფობა შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში და თუ მკურნალობა ნაადრევად შეწყდება, მაშინ ავადმყოფიბის სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს.
არ არის დაშვებული პრეპარატის დოზის შეცვლა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

როგორ უნდა შევინახოთ წამალი კლოპიქსოლი
წამალი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. წამალი უნდა შეინახოთ იქ, სადაც ბავშვები მას ვერ დაინახავენ.
Show More
More Info
Brand
ლუნდბეკი
Country
Denmark
Generic
zuclopentixol
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
100
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page