Glatan tab 30mg #20

Glatan tab 30mg #20

Georgia

ავერსი-რაციონალი
cart discount
-
10.14
About Product
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ვინკამინს–30მგ. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, კოპოვიდონი,მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროფობური კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი (ჰიდრატირებული).

ჩვენება: გამოიყენება ცერებრული სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციისა და თავის ტვინის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით შემდეგი მდგომარეობების დროს: მეხსიერების გაუარესება; ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა; დიაბეტური ანგიოპათია; თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება; ქალა-ტვინის ტრავმა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა; თავბრუ, სისხლძარღვოვანი პათოლოგიით გამოწვეული თავის ტკივილი, შაკიკი; პოსტინსულტური დარღვევები; ცერებრული დარღვევები ტვინის იშემიის შემდეგ; ჰიპერტონული ენცეფალოპათია; მხედველობის და სმენის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები; სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევების შედეგად განვითარებული ემოციური დარღვევები, აგრეთვე ორიენტაციის დარღვევა დროსა და სივრცეში.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, თავის ტვინის სიმსივნე, ჰიპოკალემია, QT ინტერვალის გაზრდა; ორსულობა; ლაქტაცია.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად დაავადების მიმდინარეობის მიხედვით. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ხანგრძლივად.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად თავბრუ, თავის ტკივილი; ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ქავილი, პაპულოზური გამონაყარი. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: აძლიერებს ანტიაგრეგაციული და ჰიპოტენზიური პრეპარატების მოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები: რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ არის სასურველი. სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით და გულის დისფუნქციით.Aბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის. პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე, მაგრამ გასათვალისწინებელია ზოგადი და განსაკუთრებით ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა.

შეფუთვა: 10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ნაზოლით.

გამოშვების ფორმა: პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები, 30მგ.

ვარგისობის ვადა: 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
Georgia
Generic
vincamin
Dose
30მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page