PAROXETINA NORMON 20 mg comprimidos recubiertos con pelicula EFG #28
Spain
ლაბ. ნორმონი
GEL
in stock
new
13.14₾
About Product
დასახელება - პაროქსეტინი ნორმონი 20მგ
ჩვენებები ენდოგენური, ნევროტული და რეაქტიული დეპრესიები.
მიღების წესები და დოზები საწყისი დოზა შეადგენს 10-20მგ/დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 40-60მგ-მდე დღეში. დოზის გაზრდა ხდება თანდათანობით 10მგ-ით 1 კვირიანი ინტერვალით. მიღების სიხშირე ერთჯერ დღეში. მკურნალობა ხანგრძლივია. თერაპიის ეფექტურობას აფასებენ 6-8 კვირის შემდეგ. ასაკოვან და დასუსტებულ ავადმყოფებში, ასევე თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს, საწყისი დოზაა 10მგ/დღეში; მაქსიმალური დოზა – 40მგ/დღეში
გვერდითი მოვლენები ცნს-ის მხრივ: იშვიათად – ძილიანობა, ტრემორი, ასთენია, უძილობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, პირის სიმშრალე, ცალკეულ შემთხვევებში – ყაბზობა. სხვადასხვა: იშვიათად – მომატებული ოფლიანობა, ეაკულაციის დარღვევები.
უკუჩვენება მომატებული მგრძნობელობა პაროქსეტინის მიმართ. მაოს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება ან მათი მოხსნიდან 14 დღიანი პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია ორსულობის და ლაქტაციის დროს პაროქსეტინი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის.
განსაკუთრებული მითითებები პაროქსეტინის გამოყენების შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობითი კლებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოხსნის სინდრომი, რაც გამოიხატება თავბრუსხვევით, გულისრევით, ღებინებით, უძილობით, მომატებული ოფლიანობით. პაროქსეტინით მკურნალობის პერიოდში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ყურადღების კონცენტრაციასთან და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციასთან. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ლითიუმის პრეპარატებთან, პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად.