About Product
საერთაშორისო დასახელება - Disulfiramum
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ალკოჰოლიზმის სამკურნალო საშუალება
ჩვენებები:
მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ტეტურამს იყენებენ როგორც ერთ-ერთ უკანასკნელ საშუალებას ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ, თუ შეუძლებელია თერაპიული ეფექტის მიღწევა თერაპიის სხვა მეთოდებით (ფსიქოთერაპია, ვიტამინოთერაპია, ლაზერულ-მაგნიტური თერაპია).
გამოყენების წესი და დოზირება:
ტეტურამს ღებულობენ ინდივიდუალურად, მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 1-2ტაბ. დღეში.
მკურნალობას ატარებენ სქემით, რომელიც შემოთავაზებულია ექიმის მიერ.
გვერდითი ეფექტები:
ტეტურამით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სახის დარღვევები გულის, საჭმლისმომნელებელი სისტემის, ღვიძლის ფუნქციების, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ქრონიკული დაავადებების გამწვავება, მწვავე ფსიქოზები, როლებიც წააგავს ალკოჰოლით მოწამვლას. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი). არასასურველი მოქმედების ან სხვა მსგავსი რეაქციებისას საჭიროა პრეპარატის მიღება შევწყვიტოთ და რჩევისთვის მივმართოთ ექიმს, პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ენდოკრინული დაავადებების (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი), მკვეთრად გამოხატული კარდიოსკლეროზი, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, თავის ტვინის მძიმე სისხლძარღვოვანი და ინფექციური დაავადებები დროს, პრე- და პოსტინფარქტული მდგომარეობისას, აორტის ანევრიზმის, II-IV ფუნქციონალური ჯგუფის სტენოკარდიის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სხვა დაავადებების დროს. დეკომპენსაციის სტადიაში, ეპილეფტიფორმული სინდრომების, ფილტვების ტუბერკულოზის სისხლიანი ნახველით, ახალად წარმოქმნილი ტუბერკულოზური ინფილტრატის, ბრონქული ასთმის, ფილტვების გამოხატული ემფიზემის, კუჭის სისხლმდენი წყლულის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების, სისხლმბადი სისტემის დაავადებების, ფსიქიური დაავადებების, პოლინევრიტების, სმენის და თვალის ნერვების ნევრიტების, გლაუკომა, ავთვისებიანი სიმსივნეების, ორსულობის, იდიოსინკრაზიის დროს ტეტურამის მიმართ. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება თავის ტვინის ინფექციური დაზიანების და ინსულტის, ხანდაზმულებში 60 წლის ასაკის ზევით, აგრეთვე მათ ვინც დაავადებული ენდარტერიტით, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით გამწვავების სტადიაში, ტრავმული დაავადებების, ადრე გადატანილი ტეტურამული ფსიქოზების დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
ტეტურამით მკურნალობას ატარებენ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატით მკურნალობას თან ახლავს გამოხატული გვერდითი ეფექტები მას მიმართავენ მხოლოდ სხვა მკურნალობის მეთოდების მიუწვდომლობის და არაეფექტურობის შემთხვევაში. პრეპარატის დოზას შეურჩევენ ინდივიდუალურად. მკურნალობის დაწყების წინ თქვენ ვალდებული ხართ ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევა. ალკოჰოლის მიღება მკურნალობის დროს არ არის უსაფრთხო და მძიმე მოწამვლისას შეიძლება თან ახლდეს არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ფსიქომოტორული აგზნება, კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა, თავის ძლიერი ტკივილი პულსაციით, მოჭერის შეგრძნებით და სუნთქვის გაძნელებით. ამგვარი მდგომარეობა მოითხოვს თქვენს დაუყოვნებლივ მიმართვას ექიმთან. ამის გაკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში დამოუკიდებლად თქვენმა ნათესავებმა ან ნაცნობებმა უნდა გამოიძახონ ექიმი.
Show More