United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
ლაბ. ტიტანი
About Product
ტრაზოდონის ჰიდროქლორიდი 150 მგ
რას შეიცავს ტრაზოდონის ტაბლეტები ტრაზოდონის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ აქტიურ ნივთიერება ტრაზო-დონის ჰიდროქლორიდს. სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სიმინდის სახამაბელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი (PVP K30), კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალურ ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსში არსებული ნივთიერება (ოპადრი II ვარდისფერი) შეიცავს: პოლივინილის სპირტი (E1203), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG (E1521), ტალკი (E553ბ), რკინი წითელი ოქსიდი (E172).
გამოყენება: მედიკამენტის სახელწოდებაა ტრაზოდონის ჰიდროლქორიდი 150 მგ აპკიანი გარ-სით დაფარული ტაბლეტები (ინსტრუქციაში ის მოცემულია ტრაზოდონის ტაბ-ლეტების სახელწოდებით). ტრაზოდონის ტაბლეტები შეიცავს მედიკამენტს ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს. ის მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების მედიკამენტების ჯგუფს.
ტრაზოდონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შფოთვისა და დეპრესიის დროს.
მიღების წესი: ტრაზოდონის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღებისას •მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს პერორალურად; •ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით; •მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ეს ეხმარება გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობის შემცირებაში; •თუ ტრაზოდონი დანიშნულია მხოლოდ ერთხელ დღეში, ის მიღებულ უნდა იქნეს ძილის წინ; •თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, არ უნდა შეცვალოს დოზა თვითნებურად და უნდა მიმართოს ექიმს. •ტაბლეტი იყოფა ორ თანაბარ ნაწილად. ტრაზოდონის სხვა დოზა ან გამოშვების ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ საჭირო დოზები ვერ მიიღწევა ამ ტაბლეტით.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
62131
Manufacturer
ლაბ. ტიტანი
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland