/images/logo_en.svg
Cycloferon tab 150mg #20

Cycloferon tab 150mg #20

Russia

პოლისანი

About Product
საერთაშორისო დასახელება - methylglucamine acridonacetate
1 ტაბლეტის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება
მეგლუმინის აკრიდონაცეტატი
აკრიდონძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, 150,00 მგ
მიღებული შემდეგი რეცეპტით:
აკრიდონძმარმჟავა 150,00 მგ
მეგლუმინი (N-მეთილგლუკამინი) 146,00 მგ
დამხმარე ნივთიერებები
პოვიდონი K30, კალციუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80.
ნაწლავში ხსნადი გარსი
მეტაკრილის მჟავისა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი [1:1], პროპილენგლიკოლი.

გამოყენების ჩვენებები
მოზრდილებში კომპლექსურ თერაპიაში:
• ჰერპესული ინფექცია;
• გრიპი და მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებები;
• ქრონიკული ვირუსული B და C ჰეპატიტები;
• მწვავე ნაწლავური ინფექციები;
• ნეიროინფექციები (სეროზული მენინგიტები, ტკიპისმიერი ბორელიოზი (ლაიმის დაავადება);
• იავ –ინფექციები (2A - 2B სტადიები);
• ქრონიკულ ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებთან ასოცირებული მეორადი იმუნოდეფიციტები.
ბავშვების კომპლექსური თერაპია, დაწყებული 4 წლიდან:
• ჰერპესული ინფექცია;
• გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• ქრონიკული ვირუსული B და ჩ ჰეპატიტები;
• მწვავე ნაწლავური ინფექციები;
• იავ–ინფექციები (2A - 2B სტადიები).

გამოყენების წესი და დოზირება
შიგნით, დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დაღეჭვის გარეშე, 1/2 ჭიქა წყლის მიყოლებით.
მოზრდილებში:
1. ჰერპესული ინფექციის დროს მიიღება პრეპარატის 4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20 და 23-ე დღეს (მკურნალობის კურსი – 40 ტაბლეტი). მკურნალობა მეტად ეფექტურია დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
2. გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადების დროს მიიღება პრეპარატის 4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 1, 2, 4, 6 და მე-8 დღეს (მკურნალობის კურსი - 20 ტაბლეტი). მკურნალობის დაწყება აუცილებელია დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
გრიპის მძიმე მიმდინარეობისას, პირველ დღეს ღებულობენ 6 ტაბლეტს. აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ატარებენ სიმპტომურ თერაპიას (სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ამოსახველებელი საშუალებები).
3. ქრონიკული ვირუსული B და ჩ ჰეპატიტების დროს, მიიღება პრეპარატის 4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20 და 23-ე დღეს და შემდგომში შემანარჩუნებელი თერაპიის სახით 4 ტაბლეტი სამ დღეში ერთხელ 6 თვის განმავლობაში, რეპლიკატური და ციტოლიზური აქტივობის შენარჩუნებისას – 12 თვემდე. რეკომენდირებულია ინტერფერონებთან და ანტივირუსულ პრეპარატებთან კომბინაცია.
4. მწვავე ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპიის დროს მიიღება პრეპარატის 2 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20 და 23-ე დღეს (მკურნალობის კურსი 20 ტაბლეტი).
5. ნეიროინფექციების დროს მიიღება 4 ტაბლეტი 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20 და
23-ე დღეს და შემდგომში შემანარჩენებელი თერაპიის სახით - 4 ტაბლეტი სამ დღეში ერთხელ 2,5 თვის განმავლობაში (მკურნალობის კურსი – 140 ტაბლეტი).
6. აივ ინფექციის დროს (2A-2B სტადიები) მიიღება პრეპარატის 4 ტაბლეტი 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20 და 23-ე დღეს და შემდგომში შემანარჩუნებელი თერაპიის მიხედვით - 4 ტაბლეტი სამ დღეში ერთხელ 2,5 თვის განმავლობაში (მკურნალობის კურსი – 140 ტაბლეტი). განმეორებით კურსს ატარებენ წინა კურსის დამთავრებიდან 2–3 კვირის შემდეგ, ორ–სამჯერ.
7. ქრონიკულ ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებთან ასოცირებული იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს მიიღება 4 ტაბლეტი 1, 2, 4, 6 და
მე-8 დღეს და ორი ტაბლეტი მე-11, 14, 17, 20 და 23-ე დღეს (მკურნალობის კურსი – 30 ტაბლეტი).
ბავშვებში ციკლოფერონი ინიშნება შემდეგი ასაკობრივი დოზებით:
4–6 წლამდე ასაკში – 150 მგ (1 ტაბლეტი);
7–11 წლის ასაკში – 300–450 მგ (2–3 ტაბლეტი);
12 წლის ზემოთ ასაკში – 450–600 მგ (3–4 ტაბლეტი) მიღებაზე დღეში ერთხელ.
განმეორებითი კურსის ჩატარება მიზანშეწონილია პირველი კურსის დამთავრებიდან 2–3 კვირის შემდეგ.
1. ჰერპესული ინფექციის დროს პრეპარატი მიიღება 1, 2, 4, 6, 8, 11 და მე-14 დღეს. მკურნალობის კურსი შეიძლება ვარირებდეს მდგომარეობის სიმძიმიდან და კლინიკური სიმპტომების გამოხატულებიდან გამომდინარე.
2. გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების დროს პრეპარატი ინიშნება ასაკობრივი დოზით 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20 და 23-ე დღეს და შემდგომში სამ დღეში ერთხელ.
Show More
More Info
Brand
პოლისანი
Country
Russia
Generic
meglumin acridonacetate
Dose
150მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat