/images/logo_en.svg
Letrozol Farmoz tab 2.5mg #30
Letrozol Farmoz tab 2.5mg #30

Letrozol Farmoz tab 2.5mg #30

Portugal

ვესტ ფარმა

About Product
საერთაშორისო დასახელება - letrozole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ონკოლოგია → სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე სხვა ჯგუფის საშუალებები → პრეპარატები - სასქესო ჰორმონების ანტაგონისტები → პრეპარატები ანტიესტროგენული აქტივობით
შემადგენლობა:
ყოველი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი , შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ლეტროზოლი 2,5მგ
დამხმარე ნივთიერებებს: სიმინდის სახამებელი,ლაქტოზას მონოჰიდრატი (Pharmatose 200M), ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი(Primogel), მიკროკრისტალური ცელულოზა(Vivapur PH 102), მაგნიუმის სტეარატი; Opadry II ყვითელი (85F22138).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, არომატაზას არასტეროიდული ინჰიბიტორი

გამოყენების ჩვენება
სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადრეული სტადიის ადიუვანტური თერაპია დადებითი ჰორმონული რეცეპტორებით [ესტროგენებით (ER) და/ან პროგესტერონებით (PR)] ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.
სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ადრეული სტადიის გახანგრძლივებული ადიუვანტური თერაპია დადებითი ჰორმონული რეცეპტორებით [ესტროგენებით (ER) და/ან პროგესტერონებით (PR)] ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში ტამოქსიფენით სტანდარტული თერაპიის დასრულების შემდგომ (5წლის განმავლობაში).
სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად-გავრცელებული და მეტასტაზური სიმსივნის
პირველი ხაზის ფარმაკოთერაპია დადებითი ჰორმონალური რეცეპტორებით [(ER) და/ან (PR)] ან უცნობი ჰორმონალური სტატუსით ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.
სარძევე ჯირკვლის მორეციდივე ან პროგრესირებადი სიმსივნის თერაპია ტამოქსიფენით მკურნალობის შემდგომ ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში

გამოყენების წესი და დოზირება.
პრეპარატი მიიღება შიგნით, კვების რეჟიმისგან დამოუკიდებლად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, დღეში ერთჯერ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.
არ შეიძლება პრეპარატის მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ არ არის სხვა რეკომენდაციები, გამოიყენება ქვემოთ მოყვანილი დოზირების რეჟიმი.
პრეპარატ ლეტროზოლის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2,5 მგ 1-ჯერ /დღეში, ყოველდღე. გახანგრძლივებული ადიუვანტური თერაპია გრძელდება 5 წლის განმავლობაში ან რეციდივამდე.
მეტასტაზირებული სიმსივნის დროს, პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სანამ სიმსივნე პროგრესირებს.
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზა კორექციას არ საჭიროებს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ლეტროზოლის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
პრემენოპაუზის ენდოკრინული სტატუსი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება)

გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა ლეტროზოლის გამოყენების კლინიკური და პოსტმარკეტინგული კვლევების დროს, მოყვანილია ქვემოთ (გამოვლინების სიხშირით) გამოვლინების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100 დან <1/10 მდე); არცთუ ხშირად ( ≥1/1000 დან <1/100 მდე); იშვიათად (>1/10000 დან <1/1000 მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (არ შიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).
ინფექციები და ინვაზიები
არცთუ ხშირად: შარდგამომყოფი გზების ინფექციები
კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები (კისტების და პოლიპების ჩათვლით)
არცთუ ხშირად: ტკივილი სიმსივნურ კერებში
სისხლწარმომქმნელი და ლიმფური სისტემის მხრივ
არახშირად: ლეიკოპენია
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
არახშირად: ანორექსია, მადის მომატება, ჰიპერქოლესტერინემია, სხეულის მასის მომატება;
არახშირადხშირად: გენერალიზებული შეშუპება, სხეულის მასის შემცირება.
ფსიქიკის მხრივ
ხშირად: დეპრესია;
არახშირადხშირად: შფოთვა (ნერვოზისა და გაღიზიანების ჩათვლით)
ნერვული სისტემის მხრივ
ხშირად: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა;
არახშირად: ძილიანობა, უძილობა, მეხსიერების გაუარესება, დიზესთეზია (პარესთეზიის და ჰიპესთეზიის ჩათვლით), გემოს დარღვევა, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გვირაბის სინდრომი.
Show More
More Info
Brand
ვესტ ფარმა
Country
Portugal
Generic
letrozole
Dose
2.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat