/images/logo_en.svg
Tamoxifeni tab 20mg #30

Tamoxifeni tab 20mg #30

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland

სიპი ფარმაციუტიკალსი

About Product
მოქმედი ნივთიერება: ტამოქსიფენი

ტამოქსიფენის ციტრატი ......... 20 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიესტროგენული პრეპარატი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით


ჩვენებები: ტამოქსიფენი ნაჩვენებია ქალებში სარძევე ჯირკვლის აქსილარული კიბოს სამკურნალოდ.

პრეპარატი ასევე გამოიყენება ქალებში პოსტკლიმაქტერულ პერიოდში სამკურნალოდ, როდესაც კიბოს შემთხვევათა 2/3-ში აღინიშნება დადებითი კვანძები.

ტამოქსიფენი აგრეთვე ნაჩვენებია სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ მამაკაცებში.

სასარგებლო შედეგი გამოვლინდა მეტასტაზური მკერდის კიბოთი დაავადებული ქალების 20-30%-ში, აღნიშნული პროცენტი იზრდება 60%-მდე იმ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ დადებითი ესტროგენ- რეცეპტორული კიბო.

საუკეთესო შედეგები ვლინდება რბილი ქსოვილისა და ლიმფური კვანძების მეტასტაზების დროს, ხოლო ნაკლებად კარგი შედეგები - ძვლისა და ღვიძლის მეტასტაზების დროს.

ადრე ჰორმონებით ჩატარებული თერაპიისას გამოვლენილი დადებითი რეაქცია მიუთითებს ტამოქსიფენის მიმართ დადებით რეაქციაზე

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში: პაციენტების უმრავლესობისთვის ყოველდღიური დოზა შეადგენს 20-40 მგ-ს, ერთხელ ან ორჯერ დღეში. შემანარჩუნებელი, ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში რეკომენდირებული დოზა შეადგენს დღეში 20 მგ-ს. ბავშვებში: რეკომენდირებული არ არის.

უკუჩვენება: * ორსულობა (იხილეთ გაფრთხილებები) და იშვიათ შემთხვევებში, კეთილთვისებიანი პორფირია.
ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა ტამოქსიფენი არ ინიშნება ორსულობისას. ლაქტაციის პერიოდი რეკომენდირებული არ არის მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა გადაწყდეს ჩვილისა და დედისთვის მისი მიღების სარგებლიანობის მიხედვით.
შენახვის პირობები და ვადები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა მოცემულია შიდა და გარეთა შეფუთვაზე

აფთიაქში გაცემის წესი: რეცეპტით
Show More
More Info
Brand
სიპი ფარმაციუტიკალსი
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
Generic
tamoxifen
Dose
20მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat