Azopt 10mg/5ml eye dr #1
Azopt 10mg/5ml eye dr #1

Azopt 10mg/5ml eye dr #1

Belgium

ალკონი
About Product
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: ბრინზოლამიდი; ხსნარის 1მლ შეიცავს ბრინზოლამიდის 10მგ; დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, მანიტოლი (?421), კარბომერი (974?), თილოქსაპოლი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა და-ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (?? რეგულირებისთვის), გაწმენდილი წყალი.

ჩვენებები: აზოპტი, თვალის წვეთები 10მგ-მლ წარმოადგენს კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორს, რომელიც პასუხს აგებს მომატებული თვალშიდა წნევის დაწევაზე პაციენტებში ოკულარული ჰიპერტენზიით ან ღიაკუთხოვანი გლაუკომით, როგორც მონოთერაპია მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ ბეტა-ბლოკატორებზე ან მოზრდილ პაციენტებში, რომლებისთვისაც ბეტა-ბლოკატორები უკუნაჩვენებია, ან ბეტა-ბლოკატორებთან ან პროსტაგლანდინის ანალოგებთან დამატებითი თერაპიის სახით.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ჰიპერმგრძნობელობა სულფანილამიდის წარმოებულების მიმართ. თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევები. ჰიპერქლორემიული აციდოზი.

გამოყენების წესი და დოზები: დოზირების რეჟიმი: აზოპტის თვალის წვეთები 10მგ-მლ დოზირება მომატებული თავალშიდა წნევის სამკურნალოდ თვალის ჰიპერტენზიის ან ღიაკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში შემდეგია: თითო წვეთი დაზიანებულ თვალ (-ებ)ში დღეში 2-ჯერ. ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნება უკეთესი ეფექტი 1 წვეთის დღეში 3-ჯერ ჩაწვეთებისას. თუ მორიგი დოზა გამოტოვებულია, მკურნალობა უნდა განაგრძოთ შემდეგი დოზით, როგორც იგეგმებოდა. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 წვეთს დაზიანებულ თვალ(-ებ)ში დღეში 3-ჯერ. ბავშვები: ბრინზოლამიდის თვალის წვეთების, 10 მგ-მლ გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-17 წლის ასაკის პაციენტებში არ იყო შესწავლილი და ამიტომ პრეპარატის გამოყენება ასეთ პაციენტებში რეკომენდებული არ არის. ხანდაზმული ასაკის პაციენტები: არანაირი საერთო განსხვავებები უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ აღინიშნებოდა. დოზის კორექცია ხანდაზმული პაციენტებისთვის არ მოითხოვება.რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: აზოპტი უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან სხვა ვიზუალურმა დარღვევებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
Show More
More Info
Brand
ალკონი
Country
Belgium
Generic
brinzolamide
Dose
10მგ/1მლ
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page