Opticol Gl drops .3% 0.35ml #30
Opticol Gl drops .3% 0.35ml #30

Opticol Gl drops .3% 0.35ml #30

Portugal

ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
About Product
საერთაშორისო დასახელება - hyaluronic acid sodium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → რქოვანას დამატენიანებელი საშუალებები
აღწერა
პრეპარატი წარმოადგენს სტერილურ, უკონსერვანტო, ვისკოელასტიურ, რქოვანას დამცავ საშუალება. ის შედგება მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტებისაგან. გააჩნია ბუნებრივი ცრემლის მსგავსი ეფექტი, იცავს, ატენიანებს და პოხავს თვალის ზედაპირს. ხანგრძლივი დროის მანძილზე თვალს უქმნის კომფორტულ გარემოს და ათავისუფლებს დისკომფორტისაგან გამოწვეული შემდეგი მდგომარეობებით:
• მშრალი (sicca) კერატოკონიუნქტივიტი (სიოგრენის დაავადება)
• რქოვანას დაზიანებები, ეროზიები, ოპერაციული ჩარევები
• კონტაქტური ლინზები
• ჰორმონული დარღვევები (მენოპაუზა)
• კონდიცირებული ჰაერი, ქარი, სიცივე, მშრალი სიცხე, მტვერი, გამონაბოლქვი, დაბინძურებული ჰაერი
• კომპიუტერთან მუშაობა, ხანგრძლივი მგზავრობა ავტომობილით, თვითმფრინვით
• ცურვა ქლორილებულ წყალში

შემადგენლობა
ნატრიუმის ჰიალურონატი 0,15%, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროგენფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატი და გამოხდილი წყალი.

გამოყენების ინსტრუქცია
• პირველი გამოყენებისას მოხსენით თავსახურს დამცავი ლენტა;
• მოხსენით თავსახური
• ფლაკონის გვერდებიდან დაწოლით ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი თვალში ან კონტაქტურ ლინზაზე
• გამოყენების შემდეგ დაახურეთ ფლაკონს თავსახური;
• გამოყენება შეიძლება გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
ჩაწვეთების შემდეგ ქუთუთოების ნაზი მასაჟი უფრო სწრაფად გადაანაწილებს პრეპარატს თვალის ზედაპირზე.

შენახვის პირობები
შეინხეთ 2-25oC ტემპერატურაზე. დაიცავით ყინვისგან.

გაფრთხილება
• არ გამოიყენოთ თუ დაზიანებულია დამცავი ლენტა ან თავსახური
• არ შეახოთ ფლაკონი თვალს
• შესაძლო დაბინძურების გამო არ შეახოთ ფლაკონის საწვეთური ხელს ან სხვა ზედაპირებს
• არ გამოიყენოთ თვალის სხვა პრეპარატებთან ერთად. თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, დაიცავით პრეპარატებს შორის შუალედი სულ ცოტა 5 წუთი.
• არ გამოიყენოთ ინფიცირებულ თვალში
• გამოყენების შემდეგ შესაძლოა მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა, ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი, არ იმუშაოთ ტექნიკასთან სანამ არ აღდგება მხედველობის სიმახვილე
• დააწერეთ პირველად გახსნის თარიღი ფლაკონს
• პირველად გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ფლაკონი უნდა გადააგდოთ
Show More
More Info
Brand
ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
Country
Portugal
Generic
hyaluronate sodium+propilenglycol 400+hydroxipropilguar
Dose
0.3%
Form
წვეთები თვალის
Quantity
30
Volume
0.35მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page