Pentaxol eye drops 0.015% 15ml #1
Pentaxol eye drops 0.015% 15ml #1

Pentaxol eye drops 0.015% 15ml #1

Romania

რომფარმ კომპანი
cart discount
-
7.74
About Product
საერთაშორისო დასახელება - Azapentacenum
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის აზაპენტაცენის პოლისულფონატი 0,15 მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი დეკაჰიდრატი, კალიუმის ქლორიდი, თიმეროსალი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბეზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები გამოყენებაზე
- მოხუცებულობითი კატარაქტა;
- ტრავმული კატარაქტა;
- თანდაყოლილი კატარაქტა;
- მეორადი კატარაქტა.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი უნდა ჩაიწვეთოთ დაზიანებულ თვალში 1-2 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
პრეპარატი დანიშნულია ხანგრძლივი თერაპიისთვის. არ არის რეკომენდებული მკურნალობის შეწყვეტა, სწრაფი კლინიკური გაუმჯობესების დადგომის შემთხვევაშიც კი.
დოზის გადაჭარბება
შიგნით შემთხვევითი მიღებისას არ არის დადგენილი დოზის გადაჭარბების სიმპტომები. ზედმეტი პრეპარატის მოშორება შესაძლებელია თბილი გამდინარე წყლით.

გვერდითი მოქმედებები
ჩვენებით რეკომენდებულ დოზებში მიღებისას, გვერდითი მოქმედებები არ არის გამოვლენილი.
გამოყენება პედიატრიაში
საკმარისი გამოცდილება პენტაქსოლის გამოყენებაზე ბავშვებში არ არსებობს. ბავშვებში პენტაქსოლის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების პოტენციურ რისკს.

ორსულობა და ლაქტაცია
საკმარისი გამოცდილება პენტაქსოლის გამოყენებაზე ორსულობის დროს და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში არ არსებობს. პენტაქსოლის გამოყენება ორსულ ქალებსა და მეძუძურ დედებში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების პოტენციურ რისკს ნაყოფსა და ბავშვისთვის.
გავლენა სატრანსპორტო მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებისთვის, რომლებსაც ინსტილაციის შემდეგ ერღვევათ მხედველობის სიმახვილე, არ არის რეკომენდებული ჩაწვეთებისთანავე მანქანის ტარება ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან, ან რაიმე სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობა, რომლებიც მოითხოვენ მახვილ მხედველობას.
Show More
More Info
Brand
რომფარმ კომპანი
Country
Romania
Generic
azapentacene
Dose
0.015%
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
15მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page