/images/logo_en.svg
Soluflox New eye drops 5mg/ml 5ml
Soluflox New eye drops 5mg/ml 5ml

Soluflox New eye drops 5mg/ml 5ml

Romania

რომფარმ კომპანი

About Product
სოლუფლოქსი-NEW

შემადგენლობა:
1 მლ თვალის წვეთების, ხსნარის შემადგენლობაში შედის :
აქტიური ნივთიერება: 5 მგ ლევოფლოქსაცინი (ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი ).
შემავსებლები: ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მარილმჟავას ხსნარი 1მ ან ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 1მ (PH კორექტირების მიზნით),სტერილური წყალი.

თერაპიული ჩვენებები:

სოლუფლოქსი-NEW 5მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი განკუთვნილია, 1 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის. რეკომენდაციის გაცემა აუცილებელია ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების შესახებ ოფიციალური გზამკვლევის მიხედვით . სოლუფლოქსი-NEW 5მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი გამოიყენება მოზრდილებში, 1-12 წლის ბავშვებსა და 12-18 წლის მოზარდებში.

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება
მოზრდილები
:
პაციენტების ყველა კატეგორიის შემთხვევაში პირველ ორ დღეს აწვეთებენ 1-2 წვეთ ხსნარს დაზიანებულ თვალ(ებ)ში 2 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმტეს 8 ჯერ დღეში, შემდეგ 4-ჯერ დღეში, 3-5 დღის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და ინფექციის კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ მიმდინარეობაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს.
რქოვანას წყლულის და ოფთალმიის სამკურნალოდ გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა, ახალშობილებში, დადგენილი არ არის.

მიღების წესი:

ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.

რამდენიმე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ჩაწვეთებებს შორის 15 წუთიანი ინტერვალის დაცვა.
ხსნარისა და წვეთოვანის წვერის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით არ უნდა შეეხოთ ქუთუთოებსა და მიმდებარე ზონებს ან სხვა ზედაპირს.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ლევოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან დანამატების მიმართ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე თავდაპირველ შეფუთვაში.
Show More
More Info
Brand
რომფარმ კომპანი
Country
Romania
Generic
levofloxacin
Dose
0.5მგ/1მლ
Form
წვეთები თვალის
Quantity
1
Volume
5მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat
GPC | Soluflox New eye drops 5mg/ml 5ml