About Product
საერთაშორისო დასახელება - Timololum
ტიმოგლაუ 2,5 მგ/მლ: თიმოლოლის მალეატი თვალის წვეთები, ხსნარი 2,5 მგ/მლ. ტიმოგლაუ 5 მგ/მლ: თიმოლოლის მალეატი თვალის წვეთები, ხსნარი 5 მგ/მლ. ტიმოგლაუ არის გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება მაღალი თვალშიდა წნევის დასაწევად შემდეგი მდგომარეობებისას:
- ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
- აფაკიური გლაუკომა, ლინზების გამოყენების დროსაც კი;
- უვეიტთან ასოცირებული თვალის ჰიპერტენზია.
როგორ გამოიყენება ტიმოგლაუ
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ტიმოგლაუს გამოყენების შემდეგ, თითი დააჭირეთ თვალის კუთხეს, ცხვირთან (სურათი 1) 2 წუთის განმავლობაში. ეს მოახდენს თიმოლოლის ორგანიზმის სხვა ნაწილებში მოხვედრის პრევენციას. ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ საწვეთურის წვერის შეხებას დაზიანებულ უბანთან ან მიმდდებარე უბნებთან.
გამოყენება მოზრდილებში-2,5 მგ/მლ ხსნარის ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში (თვალებში) დღეში ორჯერ. თუ სასურველი ეფექტი არ მიიღწევა, ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა 5 მგ/მლ ხსნარის ერთ წვეთამდე დაზიანებულ თვალში დღეში ორჯერ.
გამოყენება ხანდაზმულებში-არ არსებობს ჩვენება, რომ დოზა საჭიროებს კორექციას.
გამოყენება ბავშვებში- რეკომენდებული არ არის.
გამოყენება სპეციალურ ჯგუფებში - არ არსებობს ჩვენება, რომ დოზა საჭიროებს კორექციას.
ვინაიდან თიმოლოლით მკურნალობისას, მდგომარეობის სტაბილიზებას შეიძლება დასჭირდესრამდენიმე კვირა, თქვენი ექიმი ჩაატარებს ინტრაოკულარული წნევის რეგულარულ შეფასებას.
გლაუკომის საწინააღმდეგო ერთი საშუალებიდან სხვაზე გადასვლისას, გარდა ტოპიკალური ბეტაბლოკატორისა:
- გააგრძელეთ მკურნალობა ძველი საშუალებით და დაამატეთ 2,5 მგ/მლ ტიმოგლაუს თვალის წვეთების 1 წვეთი, თითოეულ დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ.
- მომდევნო დღეს, სრულად შეწყვიტეთ წინა პრეპარატის გამოყენება და გააგრძელეთ ტიმოგლაუ 2,5 მგ/მლ თვალის წვეთებით, ხსნარი. თუ საჭიროა უფრო მაღალი დოზა, სანაცვლოდ გამოიყენეთ ტიმოგლაუს 5 მგ/მლ ერთი წვეთი ყოველ სამკურნალო თვალში, დღეში ორჯერ.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ტიმოგლაუ-თვალები მოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით და კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ჭარბი დოზის სიმპტომები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი და გულის მწვავე უკმარისობა.
თუ დაგავიწყდათ ტიმოგლაუს გამოყენება-არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. შეგიძლიათ გააგრძელოთ თვალის წვეთების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეფექტები სერიოზული ხასიათისაა. თუ რაიმე გაწუხებთ, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ თვალის წვეთების გამოყენება.
თვალზე გამოსაყენებელი ყველა პრეპარატის მსგავსად, თიმოლოლიც აბსორბირდება სისხლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთივე გვერდითი ეფექტების განვითარება, როგორიც ვლინდება ინტრავენური და/ან პერორალური ბეტაბლოკატორებისას. არასასურველი ეფექტების სიხშირე თვალში გამოყენების შემდეგ უფრო დაბალია, ვიდრე პერორალური ან ინექციის გზით გამოყენებისას.
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი მოიცავს ისეთ რეაქციებს, რომლებიც ვლინდება თვალის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ბეტაბლოკატორების კლასის გამოყენებისას.
დარღვევები თვალის მხრივ: მხედველობის დარღვევები, მათ შორის, რეფრაქციული დარღვევები (ზოგიერთ შემთხვევაში, გამოწვეული მიოზური თერაპიის შეჩერებით), დიპლოპია, ფტოზი. თვალის გაღიზიანების ნიშნები და სიმპტომებია (მაგ. წვა, ჩხვლეტა, ქავილი, მომატებული ცრემლდენა, სიწითლე), ქუთუთოს ანთება, რქოვანას ანთება, მხედველობის დაბინდვა, ბადურის ქვემოთ არსებული სისხლძარღვების შემცველი შრის განცალკევება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევები, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, თვალების სიმშრალე, რქოვანას ეროზია, ზემო ქუთუთოს ჩამოწევა, მხედველობის გაორება.
Show More
More Info
6739
Brand
ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს