სინალარი® ოტიკი
ყურის წვეთები, ხსნარი
აქტიური ნივთიერებები: თითოეული მლ ხსნარი შეიცავს: ფლუცინოლონ აცეტონიდი 0.25 მგ, ნეომიცინის სულფატი 5.00 მგ (ნეომიცინი 3.50 მგ), პოლიმიქსინ B სულფატი 10,000 ერთეული.
დამხმარე ნივთიერებები: ციტრის მჟავა, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
ფარმაკოთერაპიული კატეგორია: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდი / ანტიმიკრობული საშუალება.
ზოგადი ინფორმაცია:
სინალარ ოტიკი წარმოადგენს კორტიკოსტეროიდების და ანტიმიკრობული აგენტების კომბინაციას.
- ფლუცინოლონ აცეტონიდი არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ადგილობრივი კორტიკოსტეროიდი და დადასტურებულია, რომ ეფექტურია იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა საშუალებები უშედეგო აღმოჩნდა.
- ნეომიცინის სულფატი არის ანტიბიოტიკი, რომელსაც აქვს ეფექტური ადგილობრივი ანტიმიკრობული მოქმედება მრავალი გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი პათოგენების წინააღმდეგ, როგორიცაა Staphylococcus aureus, Streptococci და Proteus vulgaris, რომლებიც იწვევენ ყურისა და მიმდებარე სტრუქტურების ადგილობრივ ინფექციებს.
- პოლიმიქსინი B სულფატი არის ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც მოქმედებს მრავალი გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმის წინააღმდეგ, მათ შორის Pseudomonas aeruginosa (გარე ოტიტის გავრცელებული მიზეზი), Escherichia coli და Aerobacter aerogenes.
- ნეომიცინი სულფატი და პოლიმიქსინი B სულფატი მოქმედებენ დამატებით ისეთ პათოგენთა წინააღმდეგ, როგორიცაა Haemophilus, Corynebacterium, Neisseria, Klebsiella და Pneumoniococcus.
- პროპილენგლიკოლი არის ჰიდროფილური დამხმარე ნივთიერება დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, რაც ხელს უწყობს პრეპარატის დიფუზიასა და შეღწევადობას.
- ხსნარის აქტიური ნივთიერებები ხსნადი და სტაბილურია დამხმარე ნივთიერებაში. შედარებით ნელი აორთქლების სიჩქარე უზრუნველყოფს, რომ ხსნარი საკმარისი დროით დარჩეს გავრცელებისა და ყველა ინფიცირებულ უბანასთან კონტაქტისთვის.
ჩვენებები:
გარე ოტიტი დაუზიანებელი დაფის აპკით, გარე აუდიტორული არხის ეგზემა.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ტრავმული ან ანთებითი ეტიოლოგიის დაფის აპკის პერფორაცია.
განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილებები:
- გამოყენებამდე ყოველთვის უნდა შემოწმდეს დაფის აპკის მდგომარეობა.
- სინალარ ოტიკი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პირებში, რომლებსაც აქვთ დაფის აპკის პერფორაცია ან ქრონიკული ოტიტი. თუ ადგილობრივი ინფექცია გრძელდება ან უარესდება, მგრძნობელობის ტესტის შესაბამისად უნდა დაინიშნოს შესაბამისი სისტემური ანტიბაქტერიული თერაპია.
- ანტიმიკრობული საშუალების შემცველი ყველა მედიკამენტის მსგავსად, ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არარეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდა, რის შემდეგაც რეკომენდებულია შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
- იმის გამო, რომ პოლიმიქსინ B სულფატი წარმოადგენს ოტოტოქსიკურ ანტიბაქტერიულ საშუალებას, არ უნდა იქნას გამოყენებული 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
ძირითადი რეკომენდაცია: მოერიდეთ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებას სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში კონსულტაციის გარეშე.
ხანდაზმულები: ხანდაზმული პაციენტებისათვის მედიკამენტის გამოყენებისას განსაკუთრებული გაფრთხილების აუცილებლობის შესახებ ცნობები არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია:
- ორსულ ქალებში მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველი სამი თვის ვადაში.
- ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტის გამოყენებისას განსაკუთრებული გაფრთხილების აუცილებლობის შესახებ ცნობები არ არის.
ბავშვები: ბავშვებში გრძელვადიანი მკურნალობა თავიდან უნდა იქნას აცილებული.
მანქანის მართვა: მედიკამენტის გავლენის შესახებ მართვის უნარზე და მანქანების გამოყენებაზე ცნობები არ არსებობს.
დამხმარე ნივთიერების მიმართ ალერგიის იშვიათ შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
დოზირება და გამოყენების წესი:
- გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს დაფის აპკის მდგომარეობა.
- სინალარ ოტიკი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის.
- გამოყენებამდე რეკომენდებულია გარეთა სასმენი მილის გაწმენდა, გაშრობის შემდეგ ჩაიწვეთეთ ხსნარი დაზიანებულ ადგილას, საწვეთურით ან ხსნარით დასველებული ბამბის ტამპონის სახით, რომელიც შეჰყავთ გარეთა სასმენ მილში.
- რეკომენდებული დოზაა 3-4 წვეთი, დღეში 2-4-ჯერ, ან პაციენტის საჭიროების მიხედვით.
- ყურის წვეთების გამოყენებამდე საჭიროა მათი გათბობა სხეულის ტემპერატურამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული თერმული ზემოქმედება.
- თეთრი თავსახურის ზედა ნაწილი მოატრიალეთ მარჯვნივ და მარცხნივ, სანამ დამცავი რგოლი არ გაწყდება.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები. შემთხვევითი პერორალური მიღების დროს, უნდა ჩატარდეს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა და კუჭის დაცლა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები:
ანტიბიოტიკების გამოყენების შედეგად იშვიათად შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები. ბარაბნის მემბრანის პერფორაციის შემთხვევაში გამოყენება წარმოქმნის ვესტიბულური და კოხლეარული ტოქსიკურობის საშიშროების საფრთხეს. მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის ზედამხედველობით, ოტომიკოზის განვითარების რისკის გამო.
გამოტოვებული დოზის შემთხვევაში:
თუ დოზის მიღება გამოგრჩათ, გააგრძელეთ განსზღვრული დოზის მიღება, ამ გამოტოვებული დოზის უგულვებელყოფით. თუმცა მოსალოდნელია თერაპიული შედეგის მისაღწევად სასურველია პროდუქტის რეგულარული მიღება.
ვადა: მითითებულია პირველად და მეორეულ შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის სპეციალური პირობები: არ შეინახოთ მაცივარში.
ინფორმაცია მედიკამენტების სათანადოდ გამოყენების შესახებ:
- ეს მედიკამენტი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის, კონკრეტული დაავადებისთვის ექიმის მიერ. არ გააზიაროთ იგი სხვებთან და არ გამოიყენოთ სხვა დაავადებების სამკურნალოდ, ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
- თუ მკურნალობის დროს ამ წამალთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეგექმნათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვა თქვენს მიერ მიღებულ წამალთან დაკავშირებით ან თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია თქვენი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ, ნუ მოგერიდებათ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
- თქვენთვის დანიშნული წამალი ეფექტური და უსაფრთხო იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ის მიიღება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
- თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ყურადღებით წაიკითხოთ თქვენთვის დანიშნული წამლის შესახებ ყველა ინფორმაცია.
- არ შეინახოთ წამლები აბაზანის კარადებში, რადგან სიცხემ და ტენიანობამ შეიძლება გააფუჭოს ისინი და ჯანმრთელობისთვის საზიანო გახადოს.
- არ შეინახოთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის თქვენთვის სასარგებლო ან რომელთა ვარგისიანობის ვადა გასულია.
- უსაფრთხოების მიზნით, ყველა წამალი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: პრეპარატი გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
GALENICA S.A.
ელეფთერის ქუჩა 4, 145 64 კიფისია, საბერძნეთი
ტელ: +30 210 52 81 700
მწარმოებელი:
Galenica Pharmaceutical Industry S.A.
ძველი ეროვნული გზის 3 კმ ათენი, გლიფა ჩალკიდა