About Product
დასახელება - პარაცეტამოლი 120მგ/5მლ 100მლ
გამოყენების ჩვენება:
სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომი, მცირე და საშუალო ინტენსივობის (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია; კბილების ამოსვლით გამოწვეული ტკივილი, აგრეთვე ტრავმების, დამწვრობების, ფარინგიტის, რევმატიული ტკივილების დროს). აგრეთვე ინფექციურ-ანთებითი დაავადებებით გამოწვეული ცხელების, საბავშვო ვირუსული ინფექციების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება შიგნით მისაღებად. 6 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში 2,5-5 მლ სიროფი (0,5-1 ჩაის კოვზი), 1-დან 3 წლამდე 5-7,5 მლ სიროფი (1-1,5 ჩაის კოვზი), 3-დან 6 წლამდე -7,5-10 მლ (1,5-2 ჩაის კოვზი), 6-დან 12 წლამდე– 10-15 მლ (2-3 ჩაის კოვზი), 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში 15-25 მლ (3-4 ჩაის კოვზი). მიღების სიხშირე 3-4-ჯერ დღეღამეში თითოეულ მიღებას შორის არა ნაკლებ 4 სთ-ის ინტერვალით.
გვერდითი მოქმედება:
პარაცეტამოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შესაძლებელია წარმოიშვას გულისრევა, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილები, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება). სიროფის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება – ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა, მეთჰემოგლობინემია, აგრანულოციტოზი. ხანგრძლივად დოზით მიღებისას, რომელიც სჭარბობს თერაპიულს შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.
წინააღმდეგჩვენება:
პარაცეტამოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, გლუკოზო-6-დეჰიდროგენაზას დეფიციტი, სისხლის დაავადებები, 6 თვემდე ასაკის ბავშვები.
შენახვის პირობები და ვადა:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 3 წელი. შეფუთვის გახსნის შემდეგ პრეპარატია ვარგისია 30 დღეღამის განმავლობაში 20-250 ჩ ტემპერატურაზე.
Show More