გამოიყენება მოუსვენრობის, გაღიზიანების, საერთო ინფექციების სიმპტომური მკურნალობის დროს.
1 ტაბლეტი შეიცავს:
დამხმარე ნივთიერებები:
მოუსვენრობისა და გაღიზიანება ცხელებით ან მის გარეშე, ჩვილებსა და ბავშვებში (მაგ. კბილების ამოსვლისას, მუცლის მსუბუქი ტკივილი, უძილობა). საერთო ინფექციების სიმპტომური მკურნალობა.
ალერგია (მომატებული ჰიპერმგრძნობელობა) ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის მიმართ.
გამოყენებისას სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:
თუ სიმპტომები გრძელდება ან გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს ან ჯანდაცვის პროფესიონალს.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში 38 °C-ზე მაღალი სიცხის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
ჩვილი ექიმმა უნდა ნახოს არაუგვიანეს ავადმყოფობის მეორე დღისა.
ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ბავშვს აქვს ლაქტოზას (რძის შაქრის) აუტანლობა, ამ
სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ ჰომეოპათიურმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
სტანდარტული დოზა:
2 წლამდე: 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში.
2-5 წელი: 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში.
6-11 წელი: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
მწვავე ან საწყისი დოზა:
2 წლამდე: 1 ტაბლეტი ყოველ 1-2 საათში ერთხელ, 4-ჯერ დღეში და შემდეგ გააგრძელეთ სტანდარტული დოზით.
2-5 წელი: 1 ტაბლეტი ყოველ 1-2 სთ-ში, 6-ჯერ დღეში, შემდეგ კი გააგრძელეთ სტანდარტული დოზით.
6-11 წელი: 1 ტაბლეტი ყოველ 1-2 სთ-ში, 8-ჯერ დღეში და შემდეგ გააგრძელეთ სტანდარტული დოზით.
მიღების მეთოდი:
სასურველია ტაბლეტი გაიხსნას პირის ღრუში და შემდეგ გადაყლაპოთ. ბავშვებისთვის შესაძლებელია ტაბლეტის დაქუცმაცება და მცირე რაოდენობით წყლის დამატება. ეს წამალი უნდა იქნას მიღებული საკვებიდან განცალკევებით.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.