afrin nasal spray 0.05% 15ml #1

afrin nasal spray 0.05% 15ml #1

Canada

დელფარმ მონრეალი
About Product
შემადგენლობა: 1მლ სპრეი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,5მგ; დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი 0,3მგ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი 0,975მგ, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი 5,525მგ, პოვიდონ-K29-32 30მგ, ბენზალკონიუმის ქლორიდის 17%-იანი ხსნარი 1,471მგ, მაკროგოლ-1450 50მგ, ბენზილის სპირტი 2,5მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა (ავიცელ RC-591) 30მგ, ლიმონის არომატიზატორი 1,5მგ, გასუფთავებული წყალი q.s. 1მლ-მდე.ჩვენებები: ალერგიული და-ან ინფექციურ-ანთებითი ეტიოლოგიის რინიტის (გაციების), სინუსიტის, ევსტაქიის, თივის ცხელების სიმპტომური თერაპია.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა სიმპათომიმეტური საშუალებების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების გამოყენება პრეპარატის მიღებამდე 2 კვირით ადრე და მათი მოხსნიდან 2 კვირის განმავლობაში. დახურულკუთხოვანი გლაუკომა: ქირურგიული ჩარევები თავის ტვინის მყარ გარსზე (ანამნეზში); ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომიის შემდგომი მდგომარეობა; ატროფიული (მშრალი) რინიტი; მწვავე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა; მძიმე არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია; ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ დედებში უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, მაშინ როცა პრეპარატის გამოყენების მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისა ან ჩვილის პოტენციურ რისკს.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა არტერიული ჰიპერტენზიის ან პლაცენტარული სისხლდენის შემცირების ნიშნების გამოვლენისას. პრეპარატის დიდი დოზებით ხშირმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტარული სისხლდენის შემცირება.

გამოყენების მეთოდი და დოზები: ინტრანაზალურად.: ყოველი გამოყენების წინ აუცილებელია ენერგიულად შევანჯღრიონ სპრეის ფლაკონი. სპრეის პირველივე გამოყენების შემდეგ აუცილებელია მოახდინონ მისი დაკალიბრება გამფრქვევის თავზე რამოდენიმეჯერ დაჭერის გზით.
მოზრდილებსა და ბავშვებში 10 წლიდან-1-2 შეფრქვევა ცხვირის ორივე ღრუში 12 საათიანი ინტერვალით.
6-10 წლამდე ასაკის ბავშვებში-თითო შეფრქვევა ცხვირის ორივე ღრუში 12 საათიანი ინტერვალით. არ არის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გელისმაგვარი სუსპენზია დამახასიათებელი ციტრუსის სუნით.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ფამარ მონრეალ ინკ., კანადა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: სს ბაიერი, რუსეთი.

მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია: სს ბაიერი, რუსეთი.
www.bayer.ru
Show More
More Info
Brand
დელფარმ მონრეალი
Country
Canada
Generic
oxymetazoline
Dose
0.05%
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
15მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page