Avamys 27.5kg/120doz spey #1

Avamys 27.5kg/120doz spey #1

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland

გლაქსო ოპერეიშენს
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ფლუტიკაზონის ფუროატი (მიკრონიზებული) 27.5მკგ-დოზა; დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზა გაუწყლოებული, დისპერგირებული ცელულოზა (ნატრიუმის კარმელოზა 11%), პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, დინატრიუმის ედეტატი, გასუფთავებული წყალი.
გამოყენების ჩვენებები: ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენებები: ფლუტიკაზონის ფუროატის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
გამოყენების მეთოდი და დოზები მხოლოდ ინტრანაზალურად. სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად საჭიროა მიღების რეგულარული სქემის დაცვა. მოქმედების დაწყება შეიძლება უკვე გამოიხატოს პირველი მიღებიდან 8სთ-ის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად შესაძლებელია საჭირო იყოს რამოდენიმე დღე. პაციენტს უნდა აეხსნას, რომ დაავადების სიმპტომები გაუმჯობესდება მუდმივი რეგულარული გამოყენებისას. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს ალერგენის ზემოქმედების პერიოდით.
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და უფროსი ასაკის): რეკომენდებული საწყისი დოზა–2 შესხურება (ერთ შესხურებაში 27.5მკგ ფლუტიკაზონის ფუროატი) თითოეულ ნესტოში ერთხელ დღე-ღამეში (110მკგ დღე-ღამეში). სიმპტომების ადექვატური კონტროლის მიღწევისას დოზის შემცირება თითოეულ ნესტოში 1 შესხურებამდე ერთხელ დღე-ღამეში (55მკგ დღე-ღამეში) შესაძლებელია იყოს საკმარისი ეფექტის შენარჩუნებისთვის. საჭიროა დოზის ტიტრირება უმცირეს დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების ეფექტურ კონტროლს. 6-11 წლის ასაკის ბავშვები: რეკომენდებული საწყისი დოზა–1 შესხურება (ერთ შესხურებაში 27.5მკგ ფლუტიკაზონის ფუროატი) თითოეულ ნესტოში ერთხელ დღე-ღამეში (55მკგ დღე-ღამეში). თითოეულ ნესტოში ერთხელ დღე-ღამეში 1 შესხურების შემთხვევაში სასურველი ეფექტის არარსებობისას, შესაძლებელია დოზის მომატება 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში ერთხელ დღე-ღამეში (110მკგ დღე-ღამეში). სიმპტომების ადექვატური კონტროლის მიღწევისას რეკომენდებულია დოზის შემცირება თითოეულ ნესტოში 1 შესხურებამდე ერთხელ დღე-ღამეში (55მკგ დღე-ღამეში). 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები: ამ კატეგორიის პაციენტებში ფლუტიკაზონის ფუროატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. არ არის შესაძლებელი დოზირების შესახებ რეკომენდაციების მიცემა. ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტები: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ვარგისობის ვადა: 3 წელი. გახსნის შემდეგ ფლაკონი გამოიყენება ორი თვის განმავლობაში.
Show More
More Info
Brand
გლაქსო ოპერეიშენს
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
Generic
fluticasone furoate
Dose
27.5მკგ/1დოზა
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
120დოზა
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page