Bixtonim XYLO Nasal Drops

Bixtonim XYLO Nasal Drops

Romania

ბიოფარმ ს.ა.
About Product
დასახელება - ბიქსტონიმი ქსილო 0.5 მგ/მლ ცხვირის წვეთები

რა არის ბიქსტონიმი ქსილო და რისთვის გამოიყენება
ბიქსტონიმი ქსილო არის ცხვირის დეკონგესანტი, რომელიც სწრაფად ხსნის ცხვირის გაჭედვას და ეხმარება თქვენს შვილს უფრო მარტივად სუნთქვაში. ბიქსტონიმი ქსილო გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეგუბების და შეშუპების მოსახსნელად გაციების, ვაზომოტორული რინიტისა და ალერგიული რინიტის დროს.
ბიქსტონიმი ქსილო ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ყურის ინფექციების სამკურნალოდ ნაზოფარინქსის ლორწოვანი გარსის შეშუპების და შეგუბების მოსახსნელად. ის ასევე შეიძლება დანიშნოს თქვენმა ექიმმა ცხვირის გამოკვლევის ჩასატარებლად.
ბიქსტონიმი ქსილო 0.5 მგ/მლ განკუთვნილია 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

როგორ გამოიყენება ბიქსტონიმი ქსილო
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა არის 1-2 წვეთი 1-2-ჯერ დღეში (8-10 საათის ინტერვალით), თითოეულ ნესტოში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ 5 დღის განმავლობაში გამოყენების შემდეგ თქვენი ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ბიქსტონიმი ქსილოს ხელახლა გამოყენებამდე აუცილებელია რამდენიმედღიანი შესვენება.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ბიქსტონიმი ქსილოს ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ ინახება ბიქსტონიმი ქსილო
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.
Show More
More Info
Brand
ბიოფარმ ს.ა.
Country
Romania
Generic
xylometazoline
Dose
0.05%
Form
წვეთები ცხვირის
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page