Coldrex Hotrem Lemon flavour #10

Coldrex Hotrem Lemon flavour #10

Spain

სმიტკლაინ ბ
About Product
შემადგენლობა: პარაცეტამოლი , ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი , ასკორბინის მჟავა;

ჩვენებები
გრიპისა და გაციების ძიითადი სიმპტომების კუპირება:
- მომატებული ტემპერატურე
- თავის ტკივილი
- კანკალი
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი
- ცხვირის შეგუბება
- ყელის ტკივილი

მიღების წესები და დოზები
1 საშეტის შიგთავსი (ფხვნილი) უნდა მოთავსდეს ფინჯანში, დაესხას ცხელი წყალი, და მოირიოს მის გახსნამდე. საჭიროების შემთხვევაში, დაემატოს ცივი წყალი და შაქარი. მოზრდილები: 1 საშეტი ყოველ 4-6 საათში. არაუმეტეს 4 საშეტის 24საათის განმავლობაში. მიღებებს შორის შუალედი არაუმცირეს 4საათისა. 12 წლიდან ბავშვებში: 1 საშეტი ყოველ 6საათში. არაუმეტეს 3 საშეტისა 24 საათში.
12წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე. არ არის რეკომენდებული პრეპარატის 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით გამოყენება, ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- ღვიძლისა და თირკმლის გამოხატული დისფუნქცია;
- ჰიპერთირეოიდიზმი (თირეოტიქსიკოზი)
- შაქრიანი დიაბეტი და შაქრის შეწოვის მემკვიდრეობითი დარღვევა (შეიცავს შაქარს);
- გულის დაავადებები (აორტალური სარქვლის გამოხატული სტენოზი, მწვავე მიოკარდის ინფარქტი, ტაქიარითმია);
- არტერიული ჰიპერტენზია;
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ბეტა-ადრენობლოკატორების, მაო-ს ინჰიბიტორების მიღება. ასევე მათი მოხსნიდან 14 დღის განმავლობაში.
- სხვა პარაცეტამოლის შემცველი საშუალებების მიღება , გაციების და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
- ასაკი 12 წლამდე

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ტემპერატურე არაუმეტეს 25C
შენახვის ვადა 3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომნუ გამოიყენებთ პრეპარატს.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე
Show More
More Info
Brand
სმიტკლაინ ბ
Country
Spain
Generic
paracetamol+ascorbic acid+phenilephrin
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
პაკეტი
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page