Covonia Troat Spray 30ml #1

Covonia Troat Spray 30ml #1

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland

თორნტონ და როსი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა: ქლორჰექსიდინის გლუკონატი 0,2% w.v, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 0,05% w.v. დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა (E 330), გლიცეროლი (E 422), საქარინ ნატრიუმი (E 954), მენთოლი, ევკალიპტოლი, ეთანოლი და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი.

ჩვენებები: ყელის ტკივილი და გაღიზიანების სიმპტომები მოზრდილებში, მოხუცებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

დოზირება და მიღების წესი: დაუშვებელია მედიკამენტის თვალში მოხვედრა. მილი უნდა მოტრიალდეს. სპრეის თავი მიმართული უნდა იყოს ყელის უკანა ნაწილისკენ და უნდა დაეჭიროს სპრეის ღილაკს. ყოველი გამოყენების შემდეგ მილი უნდა დაიწიოს დაბლა, რომ დაიხუროს სპრეი. რამდენიმე გამოყენების შემდეგ სპრეის თავის ჩაკეტვის შემთხვევაში, ტუმბო არასწორად იმუშავებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სპრეის მილის მოხსნა და მისი გასუფთავება ცხელი წყლით სავსე ჯამში რამდენიმე წუთის განმავლობაში. მილის გაშრობის შემდეგ შესაძლებელია მისი განთავსება ბალონზე. დოზირება მოზრდილებშიი, მოხუცებულ პაციენტებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: ერთ მიღებაზე 3-5 შესხურება. მიიღება 6-10-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები: სახის, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპება; გამონაყარი, სიწითლე და ქავილი; მსტვინავი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება; გონების კარგვის ან თავბრუსხვევის შეგრძნება; მეტალის გემო პირში; კოლაფსი, ალერგიული რეაქცია. სხვა გვერდითი ეფექტები: კანის მომატებული მგრძნობელობა. კბილების და ენის ფერის დროებითი ცვლილება. წვის შეგრძნება ენაზე. გემოს დარღვევები. სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება.

უკუჩვენებები: 12 წლამდე ასაკი, მომატებული მგრძნობელობა ქლორჰექსიდინის გლუკონატის, პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის, ადგილობრივი მოქმდების მქონე რომელიმე სხვა საანესთეზიო საშუალების მიმართ, ყლაპვის გაძნელება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტი იღებს: ბეტა-ბლოკატორები ან გულის დაავადების სამკურნალო სხვა საშუალებები, როგორიცაა პროპრანოლოლი, მექსილეტინი; ციმეტიდინი, შარდმდენები. ფენიტოინი ან სხვა ბარბიტურატები.

განსაკუთრებული მითითებები: უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ ყელის ტკივილი გახანგრძლივდა 2 დღეზე მეტხანს, პაციენტს აქვს მაღალი ტემპერატურა, ანამნეზშია ალერგიული რეაქციები, ყელის ტკივილი ძლიერი ინტენსივობისაა, თან ერთვის თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება. კოვონია ყელის სპრეი იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რაც წინ უძღვის არტერიული წნევის მკვეთრ შემცირებას და გონების კარგვასაც კი. ძლიერი ალერგიული რეაქციის ადრეული ნიშნები შეიძლება იყოს გამონაყარი კანზე და ასთმა. ამ სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში, კოვონია ყელის სპრეის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს. მედიკამენტი შეიცავს 42.5% ეთანოლს, რაც შეესაბამება 0.85 მლ ლუდს, 0.35 მლ ღვინოს ერთ დოზაზე. საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის. გასათვალისწინებელია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის, ბავშვებისთვის და მაღალი რისკის ჯგუფის, კერძოდ, ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტებისთვის.

ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად, გეგმავს დაორსულებას ან ლაქტაციის პერიოდშია, მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირება: სითხის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: კოვონია ყელის სპრეი წარმოადგენს უფერო სითხეს, მენთოლისა და ალკოჰოლის არომატით, რომელიც მოთავსებულია 30 მლ მოცულობის ბოთლებში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
თორნტონ და როსი
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
Generic
chlorhexidine+lidocaine
Form
სპრეი ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
30მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page