გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის ინფექციბის დროს.
აქტიური ნივთიერებებია:
1 საწუწნი აბი შეიცავს:
თიროტრიცინი 0,5მგ
ბენზალკონილის ქლორიდი 1,0მგ
ბენზოკაინი 1,5მგ
პირის ღრუსა და ყელის ინფექციები, რომელსაც ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება.
დორტრიცინის უარყოფითი მოქმედება ნაყოფზე არ არის დაფიქსირებული, თუმცა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დორიტრიცინი მიიღეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პრეპარატი მიიღეთ ანოტაციის, ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვებისთვის იმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდირებული დოზა:
გაწუწნეთ დღეში რამდენჯერმე, 2-3 საათში ერთხელ 1-2 აბი. მკკურნალობა გააგრძელეთ ჩივილების გაქრობიდან კიდევ ერთი დღე.
ჭარბი დოზა:
დანიშნულებისამებრ მიღებისას არ არის გამოვლენილი ინტოქსიკაციის ფაქტები. აბების ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიო კუჭ-ნაწლავის პრობლემები და განსაკუთრებით ბავშვებში იმატებს სისხლში მეთამოგლობინის დონე. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს უჰაერობა, ტუჩების და თითების სილურჯე.
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში რეკომენდირებულია დიდი რაოდენობით წყლის და ნახშირის მიღება. მსგავსი ღონისძიების ჩატარებაა ექიმის მიერ რეკომენდირებული მეთემოგლობინემიის საწინააღმდეგოდ.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება:
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
გაწუწნეთ მხოლოდ 1 აბი და გააგრძელეთ მიღება დანიშნულებისამებრ.
იშვიათად (1000-დან 1 პაციენტში)
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა კატაბოლიტის - ბენზოკაინის (ამინობენზომჟავა) მიმართ.
გარეგანი მოხმარებისას, განსაკუთრებით ბავშვებში, და დიდი ზომის ჭრილობაზე დატანებისას, იმატებს სისხლში მეთემოგლობინი. აგრეთვე ეიძლება გამოვლინდეს უჰაერობა, ტუჩების და თითების სილურჯე.
სიხშირე არ არის ცნობილი
მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები იმ პრეპარატებზე, რომლებიც ქიმიურად ენათესავებიან ბენზოკაინს: პენიცილინი, სულფონამიდი, ზღვის დამცავი კოსმეტიკა , p-ამინოსალიცილის მჟავა.
ჰიპერმგრძნობიარე პაციენტებისთვის რეკომენდირებულია პიტნის ზეთი (ჰაერის უკმარისობის შემთხვევაშიც).
შეინახეთ არაუმეტეს 25 C.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ.