დორიტრიცინი ყელის აბები კლასიკი არის პირის ღრუსა დაყელის სამკურნალო საშუალება.
1 საწუწნი აბი შეიცავს:
თიროტრიცინი - 0,5მგ
ბენზალკონილის ქლორიდი - 1,0მგ
ბენზოკაინი - 1,5მგ
პირის ღრუსა და ყელის ინფექციები, რომელსაც ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება.
მომატებული მგრძნობელობა თიროტრიცინის, ბენზალკონილის ქლორიდის, ბენზოკაინის ან სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. თავი 6)
მწვავე ტონზილიტის დროს, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ექიმი გირცევთ მიიღოთ თუ არა სხვა სამკურნალო საშუალებებთან, მაგ. ანტიბიოტიკთან, ერთად დორიტრიცინის აბები.
პირის ღრუს ან ყელის არეში მოუშუშებელი ჭრილობის შემთხვევაში არ შეიძლება დორიტრიცინის მიღება.
ალერგიული (კონტაქტური დერმატიტი) პაციენტებისთვის არ არის რეკომენდირებული დორიტრიცინის მიღება.
იქიდან გამომდინარე რომ არის საწუწნი,დორიტრიცინის მღება შეუძლებელია ჩვილი ბავშვებისთვსი, ის არ არის რეკომენდირებული ჩვილი და 24 თვემდე ბავშვებისთვის.
ვიდრე ბავშვს დაუნიშნავთ აღნიშნულ აბებს, დარწმუნდით, რომ მას შეუძლია უსაფრთხოდ გაწუწნოს აბი.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, აპირებთ მიიღოთ ან იღებდით სხვა პრეპარატს.
დანიშნულებისამებრ მიღების დროს ურთიერთქმედებები არ არის გამოვლენილი.
დორტრიცინის უარყოფითი მოქმედება ნაყოფზე არ არის დაფიქსირებული, თუმცა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დორიტრიცინი მიიღეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
დორიტრიცინი ყელის აბები კლასიკი შეიცავს სორბიტოლს.
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ გახასიათებთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ.
იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა, არ არის რეკომენდირებული დორიტრიცინის მიღება.
1 საწუწნი აბი შეიცავს 0,87გრ. სორბიტოლს (0,22გრ ფრუქტოზა), რაც შეესაბამება 0,07გრ ნახშირწყლების ერთეულს. სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი დიარეა.
პრეპარატი მიიღეთ ანოტაციის, ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვებისთვის იმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდირებული დოზა:
გაწუწნეთ დღეში რამდენჯერმე, 2-3 საათში ერთხელ 1-2 აბი. მკკურნალობა გააგრძელეთ ჩივილების გაქრობიდან კიდევ ერთი დღე.
ჭარბი დოზა:
დანიშნულებისამებრ მიღებისას არ არის გამოვლენილი ინტოქსიკაციის ფაქტები. აბების ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიო კუჭ-ნაწლავის პრობლემები და განსაკუთრებით ბავშვებში იმატებს სისხლში მეთამოგლობინის დონე. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს უჰაერობა, ტუჩების და თითების სილურჯე.
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში რეკომენდირებულია დიდი რაოდენობით წყლის და ნახშირის მიღება. მსგავსი ღონისძიების ჩატარებაა ექიმის მიერ რეკომენდირებული მეთემოგლობინემიის საწინააღმდეგოდ.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება:
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
გაწუწნეთ მხოლოდ 1 აბი და გააგრძელეთ მიღება დანიშნულებისამებრ.
იშვიათად (1000-დან 1 პაციენტში)
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა კატაბოლიტის - ბენზოკაინის (ამინობენზომჟავა) მიმართ.
გარეგანი მოხმარებისას, განსაკუთრებით ბავშვებში, და დიდი ზომის ჭრილობაზე დატანებისას, იმატებს სისხლში მეთემოგლობინი. აგრეთვე ეიძლება გამოვლინდეს უჰაერობა, ტუჩების და თითების სილურჯე.
სიხშირე არ არის ცნობილი
მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები იმ პრეპარატებზე, რომლებიც ქიმიურად ენათესავებიან ბენზოკაინს: პენიცილინი, სულფონამიდი, ზღვის დამცავი კოსმეტიკა , p-ამინოსალიცილის მჟავა.
სხვა გვერდითი მოვლენები
ჰიპერმგრძნობიარე პაციენტებისთვის რეკომენდირებულია პიტნის ზეთი (ჰაერის უკმარისობის შემთხვევაშიც).
შეინახეთ არაუმეტეს 25 C.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ.