/images/logo_en.svg
Dosoflu junior 150ml syrup N1

Dosoflu junior 150ml syrup N1

Bulgaria

ადიფარმი

About Product
დოსოფლუ ჯუნიორი 250 მგ/100 მგ/5 მგ/10 მლ სიროფი

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები 10 მლ სიროფში (ერთი დოზა):
პარაცეტამოლი 250 მგ
გვაიფენეზინი 100 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები დადგენილი ეფექტებით: სორბიტოლი 3 გ/10 მლ, პროპილენ გლიკოლი 1,5 გ/10 მლ.

ჩვენებები:
აღნიშნული სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია გაციების და მწვავე ვირუსული დაავადებების ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცხვირის „გაჭედვა“, კუნთების ტკივილი და პროდუქტიული ხველა.

დოზირება და მიღების წესი
დოზირება
6-12 წლის ბავშვები
10 მლ სიროფი (ერთი დოზა) 6-8 საათიანი ინტერვალით.
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 დოზას, ხოლო ორ დოზას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 6 საათზე ნაკლები.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
20 მლ სიროფი (ორი დოზა) 6-8 საათიანი ინტერვალით.
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 დოზას, ხოლო ორ დოზას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 6 საათზე ნაკლები.
მკურნალობის ჩატარება რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, რომელიც საჭიროა მოსალოდნელი ეფექტის მისაღწევად.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ექიმის კონსულტაციის გარეშე: 3 დღე.
6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები
აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ან 20 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში, თუ ექიმი პირდაპირ არ დანიშნავს.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ორ დოზას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 8 საათზე ნაკლები.
მიღების მეთოდი
პრეპარატი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.
შეავსეთ სიროფით საზომი კოვზი ნიშნულამდე. გარეცხეთ და გააშრეთ კოვზი ყოველი გამოყენების შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
შენახვის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას:
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში.
Show More
More Info
Brand
ადიფარმი
Country
Bulgaria
Generic
paracetamol+phenylephrin+guaifenesin
Form
სიროფი
Quantity
1
Volume
150მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat
GPC | Dosoflu junior 150ml syrup N1