ფრამიცეტინი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ბაქტერიციდული ანტიბიოტიკია და განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ფრამიცეტინის მიღწეული კონცენტრაცია უზრუნველყოფს ბაქტერიციდულ აქტივობას გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
ფრამიცეტინი სისტემური აბსორბციის დაბალი დონით გამოირჩევა. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან პრაქტიკულად არ შეიწოვება და არ ამჟღავნებს სისტემურ მოქმედებას.
ჩვენებები:
რინოსინუსიტის, რინოფარინგიტის, ადენოიდიტის ადგილობრივი მკურნალობა; ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ენდონაზალური ჩარევის დროს, ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა. დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში: ერთჯერადი შესხურება თითოეულ ნესტოში 4-6-ჯერ დღეში.
ბავშვებში: ერთჯერადი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა საშუალოდ 7 დღეა.
შესხურების დროს სასურველია ფლაკონის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერა.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლოა კანის ალერგიული რეაქციის განვითარება.
უკუჩვენებები:
პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის ან სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.