Kofanol tab #4

Kofanol tab #4

India

ნაბროს ფარმა
About Product
შემადგენლობა: ძირტკბილას მშრალი ექსტრაქტი 27,5მგ; მენთოლი ბრ.ფ.10მგ; ევკალიპტის ზეთი ბრ.ფ. 100მკგ; ანისულის ზეთი ბრ.ფ. 100მკგ; პიტნის ზეთი ბრ.ფ. 50მკგ; წიწაკის ზეთი ბრ.ფ. 50მკგ; ფიჭვის ზეთი 25მკგ; დამხმარე ნივთიერებები: მიკრო კრისტალური ცელულოზას ფხვნილი 90მგ; სახამებელი 23,5მგ; ნატრიუმის საქარინი 1,47მგ; ნატრიუმის მეთილ პარაბენი 0,5მგ; ნატრიუმის პროპილ პარაბენი 0,25მგ; გასუფთავებული წყალი-q.s; ფერის მიმცემი: შოკოლადის ფერი, ყავისფერი 0,6მგ; მაგნიუმის სტეარატი 7,95მგ; აეროსილი (სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი) 2,44მგ.

ჩვენებები: კოფანოლი სწრაფი მოქმედების და ძლერი ეფექტის მქონე სამკურნალო საშუალებაა, გამოიყენება ყელის ტკივილის (ანთებითი პროცესი), გაციების და ხველების დროს.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ძირითადად პრეპარატი კარგად გადაიტანება. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს დიარეა და გულის რევა.

სიფრთხილის ზომები: თუ სიმპტომები გაგრძელდა ორ დღეზე მეტ ხანს საჭიროა კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი: მოზრდილებისა და ბავშვებში: მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი დღეში 4-ჯერ, 24 საათის განმავლობაში. (ტაბლეტის გაწუწვნა უნდა მოხდეს ნელ-ნელა) არ შეიძლება 8 საწუწნ ტაბლეტზე მეტის მიღება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, ძირითადად პრეპარატი კარგად გადაიტანება. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლიდეს დიარეა, გულის რევა. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეფუთვა: 4 საწუწნი ტაბლეტი განთავსებულია სტრიპზე, 25სტრიპი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აღწერა: მრგვალი შემოუგარსავი, ყავისფერი საწუწნი ტაბლეტი, (პასტილები).

წამლის ფორმა: შიგნით ანუ პერორალური გზით მისაღბი საწუწნი ტაბლეტი (პასტილა).

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ნაბროს ფარმა
Country
India
Generic
glycyrrhiza glabra+menthol+eucalypti oleum+anisi oleum+menthae oleum+capsici oleum+abies oleum
Form
ტაბლეტი საწუწნი
Quantity
4
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page