/images/logo_en.svg
Neladex-NS nasal spray 15.0 #1

Neladex-NS nasal spray 15.0 #1

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.

Neladex-NS nasal spray 15.0 is used for rhinitis, nasopharyngitis and sinusitis in adults and children from 2.5 years of age.

About Product

კომბინირებული მედიკამენტი\nკლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები\n\nშემადგენლობა\nპრეპარატის 1 მლ შემადგენლობა\nაქტიური ნივთიერება: ნეომიცინის სულფატი 6500 სე, პოლიმიქსინი B სულფატი 10000 სე, ნატრიუმის დექსამეტაზონის მეტასულფობენზოატი 0,25 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2,5 მგ.\nდამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, გასუფთავებული წყალი.\n\nფარმაკოთერაპიული ჯგუფი\nდეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები. დექსამეტაზონი კომბინაციაში.\n\nგამოყენების ჩვენება\nცხვირის ღრუს, ხახის, ცხვირის დანამატი წიაღების ინფექციური და ანთებითი დაავადებები:\n_ მწვავე და ქრონიკული რინიტი;\n_ მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი;\n_ სინუსიტი.\n\nგამოყენების წესი და დოზები\nნელადექსი- NS სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ცხვირში გამოყენებისათვის.\nმოზრდილებში ინიშნება 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-5-ჯერ დღე-ღამეში.\n2,5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღე-ღამეში.\nმკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს.\n\nუკუჩვენება\n_ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;\n_ ეჭვი დახურულკუთხიან გლაუკომაზე;\n_ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება;\n_ ვირუსული დაავადებები;\n_ ალბუმინურიით მიმდინარე თირკმელების დაავადებები;\n_ თირკმელების უკმარისობა;\n_ ორსულობა;\n_ ლაქტაცია;\n_ ბავშვთა ასაკი 2,5 წლამდე.\n\nგანსაკუთრებული მითითებები\nნელადექსი- NS სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიით, გულის იშემიური დაავადებებით და ჰიპერთირეოიდიზმით დაავადებულ პაციენტებში.\nგასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა კომპონენტებმა შესაძლებელია გამოიწვიონ დადებითი შედეგი სპორტსმენებში დოპინგ-კონტროლის ჩატარებისას.\nმაღალ დოზებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს სისტემური ეფექტები.\nპრეპარატი არ გამოიყენება ცხვირის დანამატი წიაღების გამოსარეცხად.\nსაჭიროა მოერიდოთ პრეპარატის თვალში მოხვედრას. თვალში ან სხვა ლორწოვან გარსებზე შემთხვევით მოხვედრისას, საჭიროა მათი დაუყოვნებელი დამუშავება წყლის დიდი რაოდენობით.\n\nგამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში\nნელადექსი- NS უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.\nგამოყენება პედიატრიაში\n2,5 წლამდე ბავშვთა ასაკში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემები არ არის დადგენილი.

Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
dexamethasone+neomycin+polymyxin B+phenylephrine
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
15მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat