შემადგენლობა: პასიფლორას ექსტრაქტი, რკინის წითელი ოქსიდი საღებავის სახით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სედაციური საშუალებები.
ჩვენებები: ფსიქო-ემოციური სტრესის მსუბუქი სიმპტომების სამკურნალოდ და ძილის მოსაწესრიგებლად.
დოზირება და მიღების წესი: დღის მანძილზე დამამშვიდებელი ეფექტის მისაღწევად მოზრდილებში: 100 მგ სამჯერ დღეში შიგნით მისაღებად. მიიღება ჭამამდე. ძილის დარღვევებისას: რეკომენდირებული შიგნით მისაღები დოზაა 200-300 მგ დღეში ერთხელ, ძილის წინ ერთი საათით ადრე.
გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ვასკულიტები, ტაქიკარდია, გულისრევა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: სინთეზურ დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთად გამოყენება, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები, არ არის რეკომენდირებული.
განსაკუთრებული მითითებები: 12 წლამდე ასაკში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღებამდე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ უნდა მოხდეს პრეპარატით მკურნალობის დროს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა.
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ალორა სიროფი წარმოდგენილია 100 მლ ქარვისფერი შუშის ბოთლში პლასტმასის თავსახურით და ორიგინალი 5 მლ მოცულობის კოვზით.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.