Ardeysedon tab #20
Ardeysedon tab #20

Ardeysedon tab #20

Germany

არდეიფარმა
About Product
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 შემოგარსული ტაბლეტი (დრაჟე) შეიცავს:

კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი - 200 მგ.
გამხსნელი საშუალება 70% ეთანოლი.
სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი - 68მგ.
გამხსნელი საშუალება 40% ეთანოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
არდეისედონი მცენარეული დამამშვიდებელი პრეპარატია.
მის შემადგენლობაში შემავალი კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი განაპირობებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამშვიდებას, აგზნებადობის შემცირებას, ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება, არეგულირებს გულის ფუნქციონირებას, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას. სვიის გირჩების მშრალ ექსტრაქტს ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება, არეგულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, მასტიმულირებელი მოქმედება.

ჩვენებები
არდეისედონი გამოიყენება მოუსვენრობისას და ნევროზული აშლილობით გამოწვეული ჩაძინების დარღვევის დროს.

მიღების წესები და დოზები
პერორალური მიღებისთვის.
მოზრდილებში და 12 წლის შემდეგ:
- მოუსვენრობის დროს 1 შემოგარსული ტაბლეტი ×2-3 დღეში.
- ნევროზით განპირობებული ჩაძინების გართულების შემთხვევაში _ 1 შემოგარსული ტაბლეტი დაძინებამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე. საჭიროების შემთხვევაში, დამატებით 1 შემოგარსული ტაბლეტი საღამოს საათებში.

გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად, შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული გამონაყარი კანზე. გვერდითი ეფექტები ქრება მედიკამენტის მოხსნისას.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ბავშვებში მოცემული პრეპრატის გამოყენების შესახებ არ მოიპოვება საკმარისი გამოკვლევები, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია.

ორსულობა და ლაქტაცია
კატაბალახას გავრცელებული გამოყენება მიუთითებს იმაზე, რომ ამ პრეპარატს არ გააჩნია რისკი და გვერდითი ეფექტები ორსულობის და ლაქტაციის დროს მისი გამოყენებისას. ექსპერიმენტული გამოკვლევის შედეგები არ მოიპოვება. აქედან გამომდინარე, ამ მედიკამენტის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები
ამ მედიკამენტის მიღებიდან 2 საათის შემდეგ არ არის რეკომენდებული მანქანების მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს დიდ ყურადღებას. განსაკუთრებით საშიშია ამ მედიკამენტის და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენება.

რეგისტრაციის # და თარიღი
Show More
More Info
Brand
არდეიფარმა
Country
Germany
Generic
valerianae+humulus lupulus
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page