Valocordin drops 50ml #1
Valocordin drops 50ml #1

Valocordin drops 50ml #1

Germany

კრეველ მიუსელბახი
About Product
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სედატიური და სუსტი საძილე საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები: ფლაკონში 20 მლ და 50 მლ

100 გ

ფენობარბიტალი .............................. 2 გ

ეთილბრომიზოვალერიანატი ........... 2 გ

პიტნის ზეთი ........................... 0.14 გ

სვიის ზეთი ...................................... 0.02 გ

ეთანოლი ......................................... 55%.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვალოკორდინი წარმოადგენს აქტიური ნივთიერებების კომბინაციას, რომელიც შედგება ფენობარბიტალისაგან და ეთილბრომიზოვალერიანატისაგან (ალფა-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი). დოზის მიხედვით ორივე ნივთიერებას გააჩნია სედატიური, საძილე ეფექტი. ვალოკორდინი დამაწყნარებლად მოქმედებს მომატებული აგზნების, შიშის, ნერვიულობის, გაუწონასწორებელი მდგომარეობის და მოუსვენრობის დროს.

ვალოკორდინის სედატიური ეფექტი კარგად ვლინდება გულის კუნთის აგზნებისა და გადატვირთვის დროს.

მცირე დოზებით გამოყენებისას ვალოკორდინი ხასიათდება დამამშვიდებელი და მარელაქსირებელი ეფექტით აქტივობის დათრგუნვის გარეშე. პრეპარატის მიღება საღამოს დიდი დოზებით ხელს უწყობს ძილს. ვინაიდან იგი ამცირებს შინაგან და გარე ზემოქმედებას, გააჩნია სუსტი საძილე ეფქეტი.

ექიმის დანიშნულების მიხედვით მიღებულ პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა. ვალოკორდინის გამოყენება ხანგრძლივად ექიმის დანიშნულების გარეშე არ არის რეკომენდებული.

ჩვენებები:

გულის არეში ნევროზული ხასიათის ტკივილი;
ნევროზი მომატებული გაღიზიანებით და ფსიქოსომატურად განპირობებული მოუსვენრობით;
შიშის შერძნება;
მომატებული გაღიზიანება;
ძილის დარღვევა.
მიღების წესი და დოზირება:

ექიმის დანიშნულების გარეშე: 15-20 წვეთი 3-ჯერ ღდეში.

გაძნელებული დაძინების დროს დოზა იზრდება 30 წვეთამდე.

ბავშვებში ასაკის და კლინიკური სურათის მიხედვით პრეპარატი ინიშნება დოზით 3-15 წვეთი 3-ჯერ დღეში.

ვალოკორდინი ინიშნება წყლის მცირე რაოდენობის მიყოლებით.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

გვერდითი მოვლენები:

ვალოკორდინის ხანგრძლივი გამოყენებისას ვითარდება პრეპარატის მიმართ დამოკიდებულების განვითარების საფრთხე და ბრომიზმი. ხანდახან აღინიშნება გართულება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ალერგიული რეაქციები (ბრომიზმი).

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა ბრომის მიმართ;

*ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა;

*ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;

*ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

*ვალოკორდინმა სწორი გამოყენების დროსაც კი შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის ყურადღების მოდუნება გარკვეულ სიტუაციებში, მაგალითად, ავტომობილის მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას. აღნიშნული მოვლენები ძლიერდება პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას ალკოჰოლთან.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებენ ცნს-ზე, გასათვალისწინებელია მათი ურთიერთგამაძლიერებელი მოქმედება.

პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ვალპროის მჟავას, აძლიერებენ ბარბიტურატების მოქმედებას.

ვალოკორდინის ერთდროული გამოყენებისას კუმარინის წარმოებულებთან, გრიზეოფულვინთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ან პერორალური ჩასასახვის საწინააღმდეგო საშუალებებეთან, პრეპარატში შემავალ ფენობარბიტალის გამო შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილ საშუალებების მოქმედების შესუსტება. ამიტომ მათი კომბინაცია განიხილება როგორც არასასურველი.

პრეპარატი ზრდის იმ სამკურნალო საშუალებების ტოქსიკურობას, რომლებიც შეიცავენ მეტოტრექსატს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
Brand
კრეველ მიუსელბახი
Country
Germany
Generic
bromisovaleric acid ethyl ester+phenobarbital+menthol oil+humulus oil
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
50მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page