Valomentum syrup130.0#1
Valomentum syrup130.0#1

Valomentum syrup130.0#1

Georgia

ნეოფარმი
About Product
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

130გ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ქილებში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ამზომ ჭიქასთან ერთად.

კატაბალახას სქელი ექსტრატი- 10.0 გ; პიტნის ნაყენი- 25.0 მლ; პიტნის ზეთი- 0.04 მლ, სორბინის მჟავა, ეთილის სპირტი 96%, შაქრის სიროფი - 1000.0 გ-მდე; ,,ვალომენთი’’ შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, ბორნეოლიზოვალერიანატი, იზოვალერიანის მჟავა), ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ვალეპოტრიატებს. ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბკორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექტორულ აგზნებადობას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნის შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, პერისტალტიკას, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აქვს სუსტი ანტისეპტიკური ეფექტი. ჩვენება:
სხვადასხვა ფორმის ნევროზი, ისტერია, ნევრასთენია;
აგზნებულობა, შიში, დაძაბულობა;
შაკიკი;
ნეიროგენული არითმია;
ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები;
კუჭ-ნაწლავის სეკრეტორული ფუნქციის დარღვევა;
მეტეორიზმი, გულისრევა.
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად. მოზრდილებში: თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში;

ბავშვებში: 6 თვიდან 1 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.

1-დან 3 წლამდე – 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.

3-დან 6 წლამდე: 1 დესერტის კოვზი 2_ჯერ დღეში.

6-დან 12 წლამდე თითო დესერტის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

უკუჩვენება:

* არ არის დადგენილი. გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ვარგისობის ვადა:

2 წელი; შენახვა:

5–25რC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ნეოფარმი
Country
Georgia
Generic
valerianae extractum+menthae extraqtum+menthae oleum
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
130გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page