შემადგენლობა: ყოველი 3 მლ. შეიცავს: თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) 100მგ. რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი (ვიტამინი B2) 5 მგ. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 100 მგ. ციანკობალამინი (ვიტამინი B12) 1000 მკგ. ნიკოტინამიდი 100 მგ. D-პანთენოლი 50 მგ. ბენზილის სპირტი 1% (კონსერვანტი) დამხმარე ნივთიერებები: ქლორბუთოლი, დინატრიუმის ედეტატი, მონოთიოგლიცეროლი, პოლისორბატი 80, პროპილენ გლიკოლი, საინექციო წყალი ფარმაკოლოგიური მოქმედება: B ვიტამინების კომპლექსი, ინექცია.თერაპიული ჩვენებები: დერმატიტი ფსორიაზი გადაღლილობა ნევრიტი სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტი, ნევრალგია შეწოვის დარღვევა სტომატიტი ანემია ინტოქსიკაცია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. უკუჩვენებები მედიკამენტის სხვადასხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერ მგრძნობელობადოზირება და მიღების წესი თერაპევტული დოზა 3მლ. რეკომენდირებულია ყოველდღიურად ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. მიღების ფორმა: ინტრამუსკულური/ინტრავენური ინექცია. არ გამოიყენება ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში. არასასურველი ეფექტები: ოფლიანობა, ტაქიკარდია, აკნე, სხვა სისტემური რეაქციები, ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ქავილი, ბრონქოსპაზმი, ქვინკეს შეშუპება და ანაფილაქსური შოკი. გამოყენება კონკრეტული ჯგუფის პაციენტებში: ორსულობა და ლაქტაცია ბენიკვიტი B-ს დანიშვნა ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ხდება ექიმის დანიშნულებით