C-MUN effer tab 1000mg #10
C-MUN effer tab 1000mg #10

C-MUN effer tab 1000mg #10

Bulgaria

კენდი
About Product
დასახელება - C-მუნი 1000მგ#20ტ შუშხ.

გამოყენების ჩვენებები
- C ვიტამინის დეფიციტი;
- სურავანდის მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში, გახსნილი
ჭიქა წყალში (200 მლ).
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
პრეპარატი გამოიყენება ანალოგიური დოზით. ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ C ვიტამინის
დეფიციტის გაზრდილი რისკი, რადგან საკვების მიღება შეიძლება შემცირდეს.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის
მიმართ;
- ოქსალატური შარდკენჭოვანი დაავადება ან ოქსალურია;
- ჰემოქრომატოზი;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები
C-მუნი არ გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
არ შეიძლება რეკომენდებული დოზების გადაჭარბება.
ასკორბინის მჟავას მოხმარების გაზრდამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება
გამოიწვიოს ასკორბინის მჟავას თირკმლისმიერი კლირენსის გაზრდა, რამაც დოზის სწრაფად
შემცირების ან შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ასკორბინის მჟავას დეფიციტი.
პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, არ უნდა
მიიღონ რეკომენდებულზე მეტი დოზები. ამ ჯგუფის პაციენტებში C ვიტამინის გადაჭარბება
დაკავშირებული იყო ჰემოლიზურ ანემიასთან.
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ვიტამინებს ან მედიკამენტებს ან იმყოფებიან ექიმის
მეთვალყურეობის ქვეშ, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
C-მუნის ტაბლეტების და სხვა პრეპარატების ან საკვები დანამატების მიღებას შორის ინტერვალი
უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.
C ვიტამინმა შეიძლება ხელი შეუშალოს ლაბორატორიულ ტესტებს და გამოიწვიოს ცრუ
შედეგები. სადიაგნოსტიკო პროცედურების დაგეგმვისას ან ჩატარებისას აუცილებლად უნდა
ეცნობოს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ.
C ვიტამინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტ-ფირფიტების და გლუკომეტრების მუშაობაზე
გლუკოზის დონის გაზომვისას და გამოიწვიოს ცრუ შედეგები.
C-მუნის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდმჟავას განსაზღვრაზე
ფოსფოვოლფრამატით ან ურიკაზით სპილენძის აღდგენით და კრეატინინის გაზომვაზე
არადეპროტეინიზებულ შრატში.
ასკორბინის მჟავას მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგები
ფარული სისხლის განსაზღვრისას.
დამხმარე ნივთიერებები
C-მუნი შეიცავს 350 მგ სორბიტოლს თითო ტაბლეტში. პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის
იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

შენახვის პირობები
ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
Show More
More Info
Brand
კენდი
Country
Bulgaria
Generic
ascorbic acid
Dose
1000მგ
Form
ტაბლეტი შუშხუნა
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page