Doppel herz aqtive tabs #30

Doppel herz aqtive tabs #30

Germany

ქვაისერ ფარმა
About Product

შემადგენლობა: ცელულოზა, მაგნიუმის ოქსიდი, ბროწეულის ექსტრაქტი, ასკორბინის მჟავა, მიწის სილიციუმი, DL-alpha-Tocopheryl აცეტატი, კოლაგენის ჰიდროლიზატი, ნიკოტინამიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, კალციუმი-D- პანტოთენატი, ჯვარედინი კავშირების მქონე ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, თუთიის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, რეტინილის აცეტატი, სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, ციანოკობალამინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, მანგანუმის მარილების ცხიმოვანი მჟავები, რიბოფლავინი, თიამინის მონონიტრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტრიგლიცერიდები (საშუალო ჯაჭვის), სპილენძის სულფატი, პტეროილომონოგლუტამინის მჟავა, D-ბიოტინი, რკინის ოქსიდი.

შემადგენლობა 1 ტაბლეტი (დღიური დოზა)
მიწის სილიციუმი 50მგ (21მგ)
ჰიალურონის მჟავა 3მგ
ბროწეულის ექსტრაქტი 100მგ
ვიტამინი A 400მკგ
ვიტამინი E 12მგ
ვიტამინის C 60მგ
ვიტამინი B1 1,1მგ
ვიტამინი B2 1,4მგ
ნიაცინი 18მგ
ვიტამინი B6 1,4მგ
ფოლიუმის მჟავა 400მკგ
ვიტამინი B12 2,5მკგ
ბიოტინი 350მკგ
პანტოთენის მჟავა 9მგ
მაგნგანუმი 60მგ
თუთია 5მგ
სპილენძი 300მკგ

ჩვენება: დოპელერცი აქტივი თმის+კანი+ფრჩხილების სილამაზე-დაბერების საწინააღმდეგო საშუალება შექმნილია კანისთვის იმ ანტიოქსიდანტების და ნუტრიენტების მისაწოდებლად, რომლებიც უნარჩუნებენ კანს ჯანმრთელობას, აძლიერებენ მის ბუნებრივ დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან და უნარჩუნებენ შემაერთებელ ქსოვილს სიმკვრივეს და ელასტიურობას. ჰიალურონის მჟავა არის ნივთიერება, რომელიც იწარმოება დერმაში, შემაერთებელი ქსოვილების სპეციალური უჯრედების მიერ, სადაც ის იკავებს დიდი რაოდენობით წყალს და ამ გზით უზრუნველყოფს კანის ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნებას. კოლაგენი და ელასტინი შემაერთებელი ქსოვილის ორი ძირითადი კომპონენტია, რაც უზრუნველყოფს კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას. ვიტამინი C და სპილენძი კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის ძირითადი კოფაქტორია. ვიტამინი A აგრეთვე, ასტიმულირებს კოლაგენის წარმოქმნას. მიწის სილიციუმი ბუნებრივად არსებული ნივთიერებაა, ის შეიცავს სილიციუმს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაერთია კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად. მძლავრი ანტიოქსიდანტი ვიტამინი E ვიტამინის C-ს დახმარებით, მთავარ როლს ასრულებს უჯრედის მემბრანის დაბერების პროცესის შეფერხებაში. ბროწეული შეიცავს მაღალი ანტიოქსიდანტური სიმძლავრის მქონე პოლიფენოლებს და ანტოციანებს. ბიოტინი არის ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი კანის, თმის და ფრჩხილებისთვის. ის საჭიროა ეპიდერმისის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელის-კერატინის სინთეზისთვის. B ჯგუფის სხვა ვიტამინები, როგორიცაა ვიტამინი B1, B2, B6, B12, ნიაცინი, ფოლიუმის მჟავა და პანტოთენის მჟავა, აგრეთვე მაგნიუმი და თუთია მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ენერგიის უზრუნველსაყოფად და, მეორე მხრივ, უჯრედების ეფექტური განახლებისთვის, რაც საჭიროა უჯრედული პროცესებისათვის.

რეკომენდაცია: მიიღება დღეში 1 ტაბლეტი ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხით. დაუშვებელია დაღეჭვა.

დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება! საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელად.

ენერგეტიკული ღირებულება: 1 ტაბლეტი შეესაბამება 0.2კკალ-0.8კჯ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N30.

შენახვის წესი: ინახება 25C ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ქვაისერ ფარმა
Country
Germany
Generic
vitamins+minerals
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page