About Product
საერთაშორისო დასახელება - magnesium lactate, magnesium pidolate, pyridoxine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ორგანიზმში მაგნიუმის შემავსებელი პრეპარატები
რას წარმოადგენს პრეპარატი მაგნებ6 და რა დაავადებების შემთხვევაში გამოიყენება იგი
მაგნებ6 ინიშნება მკურნალობით გამოწვეული მაგნიუმის უკმარისობის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
მაგნიუმის უკმარისობამ შესაძლებელია გამოიწვიოს რიგი სიმპტომები ან მათი კომბინაცია:
- ნევროზი, გაღიზიანება, შფოთვა, ხანმოკლე დაღლილობა, ძილის უმნიშვნელოდ დარღვევა;
- კრუნჩხვა, ჩხვლეტის შეგრძნება.
მაგნებ6-ის მიღებამდე
მაგნებ6-ის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ხართ ალერგიული პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ მე-6 პუნქტი);
- თუ აღგენიშნებათ თირკმლის დაავადებები;
- თუ ღებულობთ ლევოდოპას (ვინაიდან მაგნე ბ6 შეიცავს პირიდოქსინს).
მაგნებ6 შეიცავს საქაროზას
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ თქვენ აღგენიშნებათ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
მაგნებ6-ის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული სახით ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებისამებრ. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობის ან შთანთქმის დარღვევის შემთხვევაში, პირველ რიგში მაგნიუმის პროდუქტების მიღება ინიშნება ინტრავენური გზით.
პრეპარატის მიღების წესი
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
ტაბლეტების გადაყლაპვა უნდა მოხდეს ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით.
დოზირება
პრეპარატი გათვალისწინებულია მოზრდილებისა და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის.
მოზრდილები
სადღეღამისო დოზა შეადგენს 6-8 ტაბლეტს. მისი მიღება უნდა მოხდეს 2-3-ჯერ კვების დროს.
პრეპარატის მიღება ბავშვებსა და მოზარდებში
6 წელზე მეტი ასაკისა და 20 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები
სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-30 მგ/კგ სხეულის წონას (0,4-დან 1,2 მმოლ/კგ სხეულის წონაზე). დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ 2-4 ტაბლეტი 2-3-ჯერ კვების დროს.
მოსახლეობის საგანგებო ჯგუფები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, დოზა შესაძლებელია დარეგულირდეს პლაზმაში მაგნიუმის შემცველობის განსაზღვრის გზით.
თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, მაგნე ბ6-ის მიღება აკრძალულია.
როდესაც შრატში მაგნიუმის შემცველობის დონეები მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებელს, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 1 თვეს.
იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები კვლავ იჩენს თავს ერთთვიანი მკურნალობის შემდეგაც, აუცილებელია მკურნალობის მიზანშეწონილობის განხილვა.
მაგნე ბ6-ის დოზის გადაჭარბება
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მაგნე ბ6-ის დოზის გამოტოვება
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
აღნიშნულმა პრეპარატმა, სხვა პრეპარატების მსგავსად, შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.
აღინიშნება კანის რეაქციები, იშვიათად - დიარეა, მუცლის ტკივილი, ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის განმავლობაში, პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ. პრეპარატის მიღებისას დაორსულების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, გააგრძელოთ თუ არა მკურნალობა.
როგორც განიხილავენ, თითოეული ინდივიდუალური კომპონენტი, როგორიცაა მაგნიუმი და ვიტამინი ბ6 თავსებადია ძუძუთი კვებასთან. ვინაიდან ძუძუთი კვების დროს ვიტამინი ბ6-ის რეკომენდებული მაქსიმალური დოზის შესახებ ძალზედ უმნიშვნელო მონაცემები არსებობს, ძუძუთი კვება რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 20 მგ ბ6 ვიტამინით ანუ დღეში მაქსიმუმ 4 ტაბლეტამდე მიღება.
Show More
More Info
36313
Brand
ოპელა ჰელსქეარ უნგრეთი
Generic
magnesium+pyridoxine