Magnerot tab 500mg #50

Magnerot tab 500mg #50

Germany

მაუერმან არცნეიმიტელ
About Product
საერთაშორისო დასახელება - magnium orotat dihydrat
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ორგანიზმში მაგნიუმის შემავსებელი პრეპარატები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მაგნიუმის ოროტატის დიჰიდრატი 500 მგ; (მაგნიუმი-32.8 მგ)
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური - 2.50 მგ, კროსკარმელოზა ნატრიუმი -10.00 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა - 67,50 მგ, სიმინდის სახამებელი - 22.50 მგ, პოვიდონი K-30 - 30.00 მგ, ლაქტოზას მონოჰიდრატი - 50,00 მგ, ნატრიუმის ციკლამატი - 1.50 მგ, ტალკი -18.75 მგ, მაგნიუმის სტეარატი -1.63 მგ.
აღწერა
თეთრი ან თითქმის თეთრი მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ორივე მხარეს დახრილი კიდეებით და ღარით ერთ მხარეს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მაგნიუმის პრეპარატი.

გამოყენების ჩვენებები
კომპლექსურ მკურნალობაში, და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის, სტენოკარდიის, გულის ქრონიკული უკმარისობის, გულის არითმიების, რომლებიც გამოწვეულია მაგნიუმის დეფიციტით, სპასტიური მდგომარეობების - კუნთების ტკივილი და სპაზმები, (ანგიოსპაზმის ჩათვლით), ათეროსკლეროზის, არტერიიტის, ლიპიდური ცვლის დარღვევის თერაპიისათვის.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, კალციუმ-მაგნიუმ-ამონიუმის ფოსფატური კენჭების წარმოქმნისადმი მიდრეკილება, ღვიძლის ციროზი ასციტით.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზო-გალაქტოზის მალაბსორბციის მქონე პაციენტებში.
ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისას და ლაქტაციის (ძუძუთი კვება) პერიოდში ჩვენებების შესაბამისად, რადგანაც ამ პერიოდებში მაგნიუმის მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იზრდება. თუ მისი შემცველობა არ არის დაბალანსებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის, ორსულობის ვადამდე ვერ მიტანა. ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისა და ბავშვის მიმართ პოტენციურ რისკს.

გამოყენების მეთოდი და დოზირება
ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული პერორალურად, ჭამის წინ, მცირე რაოდენობით სითხის დაყოლებით. ინიშნება 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 ტაბლეტი 2-3 -ჯერ ყოველდღიურად. კურსის ხანგრძლივობაა არანაკლებ 4-6 კვირა. აუცილებლობისას შესაძლებელია მაგნეროტის® გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ღამით წვივის კუნთების კრუნჩხვის დროს რეკომენდებულია საღამოს 2-3 ტაბლეტის მიღება.

გვერდითი მოქმედება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არამდგრადი განავალი და დიარეა, რომლებიც, ჩვეულებრივ, თავისით გაივლის პრეპარატის დოზის შემცირებისას; ალერგიული რეაქციები.
• თუ ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტები გაღრმავდება, ან თუ შეამჩნევთ ნებისმიერ სხვა გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არიან მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
Show More
More Info
Brand
მაუერმან არცნეიმიტელ
Country
Germany
Generic
oriotic acid+magnesium salt
Dose
500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page