ჩვენება გამოიყენება შემდეგი ნევროლოგიური დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში: - სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინეიროპათიები (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა) - ნეკნთაშუა ნევრალგია - სამწვერა ნერვის ნევრალგია - ფესობრივი სინდრომი, გამოწვეული ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით. - კისრის სინდრომი - მხარ-ბეჭის სინდრომი - წელის სინდრომი - ლუმბოიშალგია
გამოყენების წესი და დოზები ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. ინიშნება 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღე-ღამეში. კურსის ხანგრძლივობა - ექიმის რეკომენდაციით. რეკომენდებული არ არის პრეპარატის დიდი დოზებით მკურნალობა 4 კვირაზე მეტ ხანს.
უკუჩვენება პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ბავშვთა ასაკი (პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლეული არ არის).
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნეირომულტივიტის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო რეკომენდებული არ არის მისი დანიშვნა ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.