/images/logo_ka.svg
ვენოდიოლი ტაბლეტი #30

ვენოდიოლი ტაბლეტი #30

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.

პროდუქტის შესახებ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კაპილარების კედლის გამტარობის შემამცირებელი პრეპარატი, ვენოტონური და ანგიოპროტექტორული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედიან ფირფიტაში 10 ც. კოლოფში 3 ფირფიტა.

1 ტაბ.

დიოსმინი ............................ 450 მგ

ჰესპერიდინი ............................. 50 მგ

ასკორბინის მაჟვა ...................... 100 მგ
ჩვენებები:

ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური წარმოშობის ქრონიკული ვენური უკმარისობა: ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, კრუნჩხვები, ტროფიკული დარღვევები;
მწვავე ჰემოროიდული შეტევა.
მიღების წესი და დოზირება:

ვენოდიოლის მნიშვნელოვან თავისებურებებს წარმოადგენს სტანდარტული სადღეღამისო დოზა, რაც ამარტივებს ამ პრეპარატის გამოყენებას.

შესაძლებლია პრეპარატის მიღების ორი სხვადასხვა წესი:

- 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს მთელი მკურნალობის მანძილზე;

- 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში, პირველი ორი კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში ჭამის დროს.

პრეპარატის გამოყენებით მიღებული გამოცდილება მოწმობს, რომ ვენოდიოლის გამოყენების ხანგრძლივობა პირდაპირ პროპორციულია დაავადების სიმძიმისა.

- ქრონიკული ვენური უკმარისობის საწყისი ფორმების მკურნალობისას, როდესაც ვლინდება "ფეხებში სიმძიმის" სინდრომი, ჩვეულებრივ საკმარისია 2-თვიანი კურსი, რომელიც უნდა განმეორდეს აუცილებლობის მიხედვით, წელიწადში 2-3-ჯერ.

- უფრო მძიმე შემთხვევების დროს, როდესაც ადგილი აქვს ტკივილს, კრუნჩხვებსა და შეშუპებას, ვენოდიოლის მიღება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს 3-4 თვის განმავლობაში.

- ვენური ტროფიკული წყლულების მკურნალობისას, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი კურსი - 6 და მეტი თვის განმავლობაში.

- ბუასილის მწვავე შეტევის დროს ინიშნება დღე-ღამეში 6 ტაბლეტი პირველი 4 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ დღე-ღამეში 4 ტაბლეტი მომდევნო 3 დღის განმავლობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ვენოდიოლის გამოყენება არ იწვევს ამ პრეპარატის მიმართ შეჩვევას.
უკუჩვენებები:

*პრეპარატი უკუნაჩვენებია მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

დღემდე არ არსებობს მონაცემები ორსულებში პრეპარატის გამოყენებით გამოწვეული რაიმე სახის გვერდითი ეფექტის შესახებ.

*ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერებები დედის რძესთან ერთად.

ექსპერიმენტული გამოკვლევების დროს არ გამოვლენილა ტერატოგენული მოქმედება.
შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელდ ადგილას.
აფთიქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დიოსმინი+ჰესპერიდინი+ასკორბინის მჟ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
ვებსაიტი იყენებს cookie ფაილებს
მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
chat