ნიდამიკონი პესარია ვაგინალური 750მგ+200მგ #7
ნიდამიკონი პესარია ვაგინალური 750მგ+200მგ #7

ნიდამიკონი პესარია ვაგინალური 750მგ+200მგ #7

მოლდოვა

ფარმაპრიმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Metronidazolum+Miconazolum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: მეტრონიდაზოლი და მიკონაზოლის ნიტრატი.
ერთი პესარია შეიცავს 750 მგ მეტრონიდაზოლს და 200 მგ მიკონაზოლის ნიტრატს.
სხვა ინგრედიენტი: მყარი ცხიმი.
გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ცილინდრულ-კონუსური ფორმის პესარია, თეთრი ფერის ან თეთრი მოყვითალო ელფერით.
პრეპარატი შეფუთულია 7 პესარია პვქ/პე აპკის კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში. 1 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა მუყაოს კოლოფში ფურცელ–ჩანართთან ერთად.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული საშუალებები, გამოყენებული გინეკოლოგიაში.
მოქმედება
კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: მეტრონიდაზოლს, ანტიმიკრობული და ანტიტრიქომონადული მოქმედებით და მიკონაზოლის ნიტრატს, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით.

ჩვენებები
კანდიდოზური ვულვოვაგინიტი;
ტრიქომონადული ვაგინიტის;
ბაქტერიული ვაგინოზის;
შერეული ვაგინალური ინფექციები.

ნიდამიკონი გამოყენების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში. ეჭვის შემთხვევაში იკითხეთ რჩევა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატი განკუთვნილია ვაგინალური გამოყენებისათვის. პესარიები შეყავთ საშოში ღრმად, დაწოლილ მდგომარეობაში.
რეკომენდებულია თითო პესარია ერთხელ დღეში, საღამოს, ძილის წინ, 7 დღის განმავლობაში.
მორეციდივე ინფექციების ან მკურნალობის სხვა მეთოდების მიმართ მდგრადი ვაგინიტების შემთხვევაში რეკომენდებულია – თითო პესარია ერთხელ დღეში, საღამოს, ძილის წინ, 14 დღის განმავლობაში.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატის მიღების აუცილებლობისას, ქალებმა თავიდან უნდა აიცილონ ორსულობა, კონტრაცეპციის მეთოდების გამოყენებით.
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულობის II და III ტრიმესტრში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, სარგებელი/რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რადგან მეტრონიდაზოლი გადადის ლაქტატში. ლაქტაციის განახლება შესაძლებელია მკურნალობის დასრულებიდან 24-48 საათის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმაპრიმი
ქვეყანა
მოლდოვა
ჯენერიკი
მეტრონიდაზოლი+მიკონაზოლი
დოზა
750მგ+200მგ
ფორმა
პესარია ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
7
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი