/images/logo_ka.svg
სოლგარი-ვიტამინი დ3 საღეჭი ტაბლეტი 1000სე #100
სოლგარი-ვიტამინი  დ3 საღეჭი ტაბლეტი 1000სე #100

სოლგარი-ვიტამინი დ3 საღეჭი ტაბლეტი 1000სე #100

ამერიკის შეერთებული შტატები

სოლგარი

გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის და ოსტეომალაციის მკურნალობა-პროფილაქტიკის, ხანდაზმული ასაკის, მენოპაუზის პერიოდის დროს.

პროდუქტის შესახებ

სოლგარი - ვიტამინი D3 1000სე

შემადგენლობა:

​D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) - 25მკგ (1000 სე)


დამატებითი ინგრედიენტები:

საქაროზა, ფრუქტოზა, ქსილიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ბუნებრივი არომატიზატორები, მცენარეული სტეარინის მჟავა, ვაშლის მჟავა, კრემნიუმის დიოქსიდი, ლიმონმჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, მღებავ ნივთიერებებსა და კონსერვანტებს.


ბოლო დრომდე D3 ვიტამინის დეფიციტი ასოცირდებოდა მხოლოდ რაქიტისა და ოსტეოპოროზის განვითარებასთან. თუმცა, თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ სისხლში D3 ვიტამინის დაბალი კონცენტრაცია ქმნის ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა: კიბო, დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითებით განპირობებული ინფექციები, ზოგიერთი ნეიროფსიქიური მდგომარეობა

  • სოლგარის მიერ სპეციალური ტექნოლოგიით მიღებული D3 ვიტამინი, შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური მინერალიზაციისთვის
  • მიღებულია ღრმა, ყინულოვანი წყლების თევზის ღვიძლის ქონიდან, რაც განაპირობებს მის უმაღლეს ხარისხს და ეფექტურობას
  • სოლგარის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ D3 ვიტამინის მაქსიმალურ ათვისებას
  • ორგანიზმისთვის საზიანო მინარევებისაგან გასუფთავებისთვის სოლგარი იყენებს მოლეკულური დისტილიზაციის მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, რაც განაპირობებს პროდუქტის უსაფრთხოებასსოლგარის ცხიმში ხსნადი D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და  ფოსფატების ასათვისებლად. D3  ვიტამინი განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღეს.  D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის დემინერალიზაციასა და  (ოსტეოპოროზი) მოტეხილობას. იგი უზრუნველყოფს  ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. სოლგარის D3 ვიტამინის  ეფექტურობა უტოლდება ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული  D ვიტამინისას. ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D  ვიტამინად გარდაქმნის უნარს, ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება. 


ჩვენება:

  • D ვიტამინის დეფიციტის და ოსტეომალაციის მკურნალობა-პროფილაქტიკა
  • ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში
  • ჰიპოკალცემიური ტეტანია
  • ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი)
  • მენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა)
  • ხანდაზმული ასაკი
  • ათლეტები და სპორტსმენები


დოზირება:

მიიღება 2 წლიდან ზევით ბავშვებში (აუცილებლად ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ) და მოზრდილებში, 1 საღეჭი ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.


შენახვა:

​შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოლგარი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
1000სე
ფორმა
საღეჭი ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat