შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 20 000 სე ქოლეკალციფეროლი. დამხმარე ნივთიერებები: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები - ქოქოსის ზეთი.
ჩვენებები: D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა: ჩვილები, ბავშვები და მოზარდები, კარიესის მკურნალობა და პროფილაქტიკა, ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან მზის სხივების ზემოქმედებას, ორსულები და მეძუძურები, რაქიტი, ჰიპოკალცემიური ტეტანია, ოსტეომალაცია, მეტაბოლური ოსტეოპათიები, მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, ოსტეოპოროზის დამატებითი სამკურნალო საშუალება, ტრავმების შემთხვევაში ხანგრძლივი იმოვილიზაცია, ჰიპოპარათირეოიდიზმი.
დოზირება და მიღების წესი: 3 თვიდან 5 წლამდე: 0.5 მლ 1-2-ჯერ დღეში. შესაძლებელია დაწვეთდეს დედის ძუძუს დვრილზე ან ბავშვის მატყუარაზე. შესაძლებელია მიღება პირდაპირ ან შერევა წვენსა და საკვებში.
გვერდითი მოვლენები: ხანგრძლივად მაღალი დოზით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი. ამ დროს უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები: პროდუქტი არ შეიცავს არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვანტებს, ლაქტოზას, საფუარასა და წებოვანას.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 50 მლ ბოთლი საწვეთურით.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდგომ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისია გახსნიდან 4 თვის განმავლობაში.