პროდუქტის შესახებ
აქტიური ნივთიერება: ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5მგ დესლორატადინსა და 10.40მგ ნატრიუმის მონტელუკასტს (10მგ მონტელუკასტის ეკვივალენტურს). დამხმარე ნივთიერებები: შეიცავს მიკროკრისტალურ ცელულოზას (ტიპი-112), ლაქტოზის მონოჰიდრატს (ძროხის რძე), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზას (LH-11), ნატრიუმის კროსკარმელოზას, მაგნიუმის სტეარატს, კალციუმის გაუწყლოებულ ჰიდროფოსფატს, პრეჟელატინიზებულ სახამებელს, რკინის წითელ ოქსიდს (E-172), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზას (LF ფხვნილი), კროსპოვიდონ XL-ს, Sheffcoat ყვითელს PVA 1264Y9 [პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი (3350), პოლიეთილენგლიკოლი (8000), FD C Yellow # 5 - ტარტრაზინი Lake, FD C ყვითელი # 6 - ყვითელი FCF Aluminum Lake, Indigotine Aluminum Lake].
ჩვენება: დესმოტი გამოიყენება ალერგიული რინიტის, ბრონქული ასთმის (ალერგიულ რინიტთან თანაარსებობის დროს), ქრონიკული ურტიკარიისა და ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ.
უკუჩვენება: ალერგია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, ღვიძლის მძიმე
უკმარისობა.
დოზირება და მიღების წესი: დღიური დოზა 15 წლის ზევით პაციენტებისთვის არის ერთი ტაბლეტი დღეში (5 მგ დესლორატადინი და 10 მგ მონტელუკასტი). დღიური დოზა 6-14 წლის პაციენტებისათვის არის ნახევარი ტაბლეტი დღეში (2.5 მგ დესლორატადინი და 5 მგ მონტელუკასტი). დესმოტის გამოყენება უმჯობესია საღამოს. მკურნალობის ხანგრძლივობის ექიმი განსაზღვრავს, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ალერგიული დაავდება გაქვთ და რამდენ ხანს უნდა მიიღოთ დესმოტი. დესმოტი მიიღება შიგნით, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ. თუ პაციენტი ღებულობს დესმოტს, არ უნდა მიიღოს იგივე ნივთიერებების, შემცველი პრეპარატები, როგორიც არის მონტელუკასტი ან დესლორატადინი.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
4153
ჯენერიკი
მონტელუკასტ ნატრიუმი+დესლორატადინი