გამოყენების ჩვენება სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის მკურნალობა ზრდასრულებში, მოზარდებსა და ბავშვებში 2 წლიდან. სეზონური ალერგიული რინიტის პროფილაქტიკა ზრდასრულებსა და მოზარდებში 12 წლიდან (რეკომენდებულია ჩატარდეს დამტვერვის სეზონის სავარაუდო დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე). ნაზალური პოლიპოზის მკურნალობა, რომელსაც თან ახლავს ცხვირით სუნთქვის გაძნელება და ყნოსვის შეგრძნების მოშლა მოზრდილებში 18 წლიდან. გამოყენების მეთოდი და დოზირება სპრეის პირველად გამოყენებისას ან თუ სპრეი არ ყოფილა 14 და მეტი დღის განმავლობაში გამოყენებული, პულვერიზატორის დასარეგულირებლად, აუცილებელია მასზე დაახლოებით 10-ჯერ დაჭერა, სუსპენზიის ნორმალური გამოფრქვევის მიღებამდე. დოზირების ხელსაწყოზე ყოველი დაჭერისას ხდება 50 მკგ მომეტაზონის ფუროატის ეკვივალენტური მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატის შემცველი, დაახლოებით 100 მკგ სუსპენზიის გამოფრქვევა. თუ სპრეი არ ყოფილა გამოყენებული 14 და მეტი დღის განმავლობაში, მაშინ გამოყენების წინ აუცილებელია განხორციელებული იქნას დოზატორზე 2- ჯერ დაჭერა, სუსპენზიის ნორმალურად გამოფრქვევისთვის. ყოველი გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა სეზონური ან ყოველწლიური ალერგიული რინიტი ზრდასრულები (მათ შორის ასაკოვნები) და მოზარდები: როგორც წესი რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 ინჰალაციას (50 მკგ/1 ინჰალაცია) თითოეულ ნესტოში ერთხელ დღე-ღამეში (საერთო დღეღამური დოზა -200 მკგ). თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ შემანარჩუნებელი თერაპიისთვის შესაძლებელია დოზის შემცირება 1 ინჰალაციამდე თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეღამეში (საერთო დღეღამური დოზა 100 მკგ)იმ შემთხვევაში, თუ დაავადების სიმპტომების შემცირება ვერ მოხერხდა რეკომენდებული თერაპიული დოზებით, დღეღამური დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 4 ინჰალაციამდე თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეღამეში (საერთო დღეღამური დოზა 400 მკგ) დაავადების სიმპტომების შემცირების შემდეგ რეკომენდებულია დოზის შემცირება ბავშვები 2-11 წლის: ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა-1 ინჰალაცი (50 მკგ/1 ინჰალაცია) თითოეულ ნესტოში დღე-ღამეში ერთხელ (საერთო დღეღამური დოზა -100 მკგ) ნაზალური სპრეის კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი, სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში, იწყება პირველი გამოყენებიდან 12 საათის განმავლობაში, მაგრამ თერაპიის სრული ეფექტი, შესაძლებელია არ დადგეს პირველი 48 სთ-ის განმავლობაში. ამიტომ სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად პაციენტებმა უნდა გააგრძელონ პრეპარატის რეგულარულად გამოყენება. ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მიმდინარეობდეს უფროსის მეთვალყურეობით. ნაზალური პოლიპოზი ზრდასრულები (მათ შორის ხანდაზმულები) და მოზარდები 18 წლის ზევით: ჩვეულებრივ, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2 ინჰალაციას (50 მკგ/1ინჰალაცია) ყოველ ნესტოში ერთხელ დღე-ღამეში (საერთო დღეღამური დოზა-200 მკგ). იმ შემთხვევაში, თუ დაავადების სიმპტომების შემცირება ვერ მოხერხდება 5-6 კვირიანი თერაპიის განმავლობაში, დღეღამური დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 2 ინჰალაციამდე თითოეულ ნესტოში 2 -ჯერ დღე-ღამეში (საერთო დღეღამური დოზა 400მკგ). დაავადების სიმპტომების შემცირების შემდეგ დოზა უნდა შემცირდეს მინიმუმამდე, რომელიც სიმპტომების ეფექტური კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენებით 5-6 კვირის განმავლობაში 2- ჯერ დღეღამეში დაავადების სიმპტომების შემცირება ვერ მოხერხდება, საჭიროა თერაპიის ალტერნატიული სახეების განხილვა. გამოყენების მეთოდი ნაზალური სპრეის პირველი გამოყენების დროს აუცილებელია კარგად შეინჯღრეს ფლაკონი და დოზირების აპარატს 10-ჯერ დავაჭიროთ სუსპენზიის ნორმალური გამოფრქვევისთვის. თუ სპრეი არ ყოფილა გამოყენებული 14 და მეტი დღის განმავლობაში, მაშინ გამოყენების წინ აუცილებელია განხორციელებული იქნას დოზატორზე 2 ჯერ დაჭერა, სუსპენზიის ნორმალურად გამოფრქვევისათვის. ყოველი გამოყენების წინ საჭიროა სპრეის ფლაკონი ენერგიულად შეინჯღრეს. დადგენილი რაოდენობის დოზის გამოყენების შემდეგ ან გამოყენებიდან 2 თვის შემდეგ ფლაკონი უნდა გადააგდოთ.