პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Mometasone,Azelastine
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები
შემადგენლობა
ყოველი 1 მლ შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: მომეტაზონის ფუროატი (ევროპის ფარმაკოპეა) – 0.5 მგ
აზელასტინის ჰიდროქლორიდი (ბრიტანეთის ფარმაკოპეა) – 1.4 მგ
არააქტიური ინგრედიენტი(კონსერვანტი): ბენზალკონიუმის ქლორიდი (კფ)- 0.2მგ
სხვა არააქტიური ინგრედიენტები: გლიცერინი, მიკროკრისტალური ცელულოზა კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმი, სორბიტოლის ხსნარი, ნატრიუმის ციტრატის ჰიდრატი, ლიმონმჟავას ჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატის ჰიდრატი, გასუფთავებული წყალი, ცივი პიტნა #F-P396, თაუმატინი, პოლისორბატი 80
აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გაუმჭვირვალე სუსპენზია ნაზალური სპრეის ხსნარი ერთდოზიან გაუმჭვირვალე პლასტმასის კონტეინერში.
ჩვენება: წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის და ზემოთ: დღეში ორჯერ, ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში. (ერთი შესხურება უზრუნველყოფს 100 მგ-ს სუსპენზიის სახით, რომელიც შეიცავს 0.05 მგ მომეტაზონის ფუროატს და 0.14 მგ აზელასტინის ჰიდროქლორიდს. საერთო სადღეღამისო დოზა არის მომეტაზონის ფუროატი 0.2 მგ და აზელასტინის ჰიდროქლორიდი 0.56 მგ.)
მაქსიმალური სამკურნალო ეფექტის მისაღწევად უარყოფითი რეაქციების რისკის შემცირებით, მნიშვნელოვანია სათანადო დოზის გამოყენება და მკურნალობის დაწყებამდე სათანადო ინფორმაციის მიღება დოზისა და მიღების და გამოყენების წესის შესახებ.
პირველად გამოყენებისას აუცილებელია შემოწმდეს, რომ ხსნარის გამოსხურება კარგად ხდება. დაიჭირეთ ბოთლი ისე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე 2, დააჭირეთ ტუმბოს საჩვენებელი და შუა თითებით დაახლოებით 10-ჯერ იმისათვის, რომ შეამოწმოთ ხსნარის გასხურება ხდება თუ არა ერთგვაროვანი სახით, თუ ის არ გამოგიყენებიათ 14 დღეზე მეტია და სატესტო გამოსხურებების სახით და ორჯერ გამოუშვით სატესტოდ. თუ გამოსხურება არ ხდება კარგად, გაწმინდეთ ბუნიკის თავი წყლით და გაშრობის შემდეგ გამოიყენეთ. გამოყენების წინ ყოველთვის კარგად შეანჯღრიეთ და გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული სურათის და პროცედურის მიხედვით.
1. კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი და გახსენით იისფერი თავსახური.
2. ცხვირის მოწმენდის შემდეგ, დახარეთ თავი, ერთი ნესტო თითით დახურეთ და დაიჭირეთ კონტეინერი ისე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე 2 (კონტეინერი დაიჭირეთ ცერა თითით და ხელის გულით და ტუმბოს დააჭირეთ საჩვენებელი და შუა თითები), ბუნიკის თავი შეიყვანეთ ღრმად მეორე ნესტოში, რომელიც დახურული არ არის და გამოასხურეთ ისე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე 3. ტუმბოს დააჭირეთ ერთჯერ კარგად გასხურებისას.
*ცხვირში პირდაპირი შესხურების თავიდან ასაცილებლად, მარჯვენა ხელით შეისხურეთ მარცხენა ნესტოში და მარცხენა ხელით მარჯვენა ნესტოში.
3. შესხურების შემდეგ მსუბუქად შეისუნთქეთ ცხვირიდან და ამოისუნთქეთ პირიდან.
4. შეისხურეთ იგივენაირად მეორე ნესტოში, რომელიც დახურული იყო, მსუბუქად შეისუნთქეთ ცხვირიდან და ამოისუნთქეთ პირიდან.
5. დაბოლოს, დაახურეთ იისფერი თავსახური.
კონტეინერის სისუფთავის დაცვა
ნაზაფლექსის ნაზალური სპრეის კარგად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია მისი სისუფთავის დაცვა კონტეინერის პერიოდულად გაწმენდის გზით. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ბუნიკის თავის ხვრელის გახვრეტა.
1. გახსენით იისფერი თავსახური, ოდნავ აწიეთ თეთრი ბუნიკი ზემოთ და მოაცილეთ ბუნიკი (სურათი 4).
2. გაწმინდეთ იისფერი თავსახური და ბუნიკი ონკანის ცივი წყლით, განსაკუთრებით ბუნიკის თავი, მოწმინდეთ სისველე და გაამშრალეთ.
3. ტუმბო ჩადგით ისევ ბუნიკში, დაახურეთ იისფერი თავსახური და შეინახეთ.
4. გამოყენების წინ გამოასხურეთ ისე, როგორც სატესტო აქტივირებისას, რათა შეამოწმოთ, რომ ხსნარი გამოდის ერთგვაროვნად.
უარყოფითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ერთზე მეტ შემთხვევაში ტესტ პრეპარატთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გარეშე, როდესაც მიიღებოდა მომეტაზონის ფუროატის და აზელასტინის ჰიდროქლორიდის კომბინაციური პრეპარატი (N=115):
რესპირატორული: ჰემოპტიზი, ფარინგოლარინგეალური ტკივილი, სველი ხველა
ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, ძილიანობა
ინფექცია: ნაზოფარინგიტი
კუჭ-ნაწლავური: ჰალიტოზი, დიარეა, სტომატიტი
ტრავმა: დამწვრობები (20), დაჭიმულობები, ჭრილობები
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
37322
ჯენერიკი
მომეტაზონის ფუროატი+აზელასტინი