საერთაშორისო დასახელება - bilastine კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → მეორე თაობის პრეპარატები
პრეპარატი ნიქსარის® შემადგენლობაში შედის ბილასტინი, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას. ნიქსარი® გამოიყენება თივის ცხელების (ცემინება, ქავილი, სურდო, ცხვირის გაჭედვა, გაწითლებული ცრემლმდენი თვალები) და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების სიმპტომების შესამსუბუქებლად. პრეპარატი ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციების (გამონაყარი კანზე ქავილის თანხლებით) სამკურნალოდ.
პრეპარატი ნიქსარის® მიღების წესი მოზრდილთათვის, ხანდაზმული ასაკის პაციენტებისა და 12 წლის და მასზე უფროსი ასაკის მოზარდების ჩათვლით: • მიიღება თითო ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში. • ტავლეტი მიიღება მშიერ კუჭზე, მაგალითად, დილით საუზმემდე. ბილასტინის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ საკვების მიღებისგან. • ტაბლეტი მიიღება მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. • ნაჭდევი არ არის გამიზნული ტაბლეტის თანაბარ დოზებად გასაყოფად. ნაჭდევი გამოიყენება ტაბლეტის გასაყოფად ყლაპვის გააადვილების მიზნით.
პრეპარატი ნიქსარის® გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი, დაავადების ტიპის დადგენის შემდეგ. შესაძლო გვერდითი მოქმედება როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ ნიქსარსაც® აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოქმედება:
გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ხშირად (გვხვდება 100 პაციენტიდან 1-10-ში) • თავის ტკივილი • ძილიანობა გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ზოგჯერ (გვხვდება 1000 პაციენტიდან 1-10-ში) • ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე • ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების დარღვევა • თავბრუსხვევა • ტკივილი მუცლის არეში • დაღლილობა • მადის გაძლიერება • გულის მუშაობის შეფერხება • სხეულის წონის მომატება • გულისრევა • მოუსვენრობა • სიმშრალე ან არასასიამოვნო შეგრძნებები ცხვირში • დიარეა • გასტრიტი (კუჭის კედლის ანთება) • თავბრუსხვევა (შეუძლოდ ყოფნის ან ტრიალის შეგრძნება) • სისუსტის შეგრძნება • წყურვილი • ქოშინი (სუნთქვის გაძნელება) • პირის სიმშრალე • საკვების მოუნელებლობა • ქავილი • ჰერპესი სახეზე ან პირის ღრუში • ცხელება • ხმაური ყურებში • ძილის დარღვევა • თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების დარღვევა • სისხლში ცხიმების შემცველობის მომატება