/images/logo_ka.svg
აზითრომიცინი ბენე ფარმი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 37.5მლ ფლაკონი #1
აზითრომიცინი ბენე ფარმი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 37.5მლ ფლაკონი #1

აზითრომიცინი ბენე ფარმი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 37.5მლ ფლაკონი #1

რუმინეთი

რომფარმ კომპანი

გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების, სქესობრივი გზით გადამდები მწვავე ინფექციების, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს.

პროდუქტის შესახებ

აზითრომიცინი ბენე ფარმი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

შემადგენლობა:

​5მლ სუსპენზია შეიცავს
აზითრომიცინის დიჰიდრატს, რომელიც 200 მგ უწყლო აზითრომიცინის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ქსანტანის გუმფისი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, სილიციუმის დიოქსიდი, ტიტანის ორჟანგი, ლიმონის
არომატიზატორი, ვანილის არომატიზატორი, ასპარტამი.


ჩვენება:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ფარინგიტი / ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი);
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციული და ალვეოლური პნევმონია, მწვავე ქრონიკული ბრონქიტი);
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ქრონიკული მიგრირებული ერითემა-ლაიმას დაავადების საწყისი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები);
  • სქესობრივი გზით გადამდები მწვავე ინფექციები (ურეთრიტი, ცერვიციტი);
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, ასოცირებული H.pylori-სთან.


უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

გვერდითი მოვლენები:

ვლინდება იშვიათად (1% და უფო მცირე).

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მელენა, ქოლესტაზით განპირობებული სიყვითლე, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, მადის დაქვეითება, გასტრიტი.
  • ალერგიული რექციები: გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, კვინკეს შეშუპება.
  • შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი გულ-მკერდის არეში
  • ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ბავშვებში - თავის ტკივილი (ოტიტის მკურნალობისას), ჰიპერკინეზია, ნევროზი, ძილის დარღვევა.
  • სხვა: შესაძლოა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ზომიერი მომატება, ადვილად დაღლა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი.
  • ძალიან იშვიათ შემთხვევაში ნეიტროფილია და ეოზინოფილია. შეცვლილი მაჩვენებლები აღწევს ნორმის ფარგლებს მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ.
  • სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.


სიფრთხილით გამოიყენება:

ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს უარყოფითი მოქმედების რისკს;
ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში;
ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ არითმია და გახანგრძლივებული Q—T ინტერვალი.


მიღების წესი და დოზირება:

აზითრომიცინი ბენე ფარმი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ბავშვებში 6 თვიდან რეკომენდებულია სუსპენზიის მიღება.
სუსპენზიის მომზადების წესი:
ფლაკონში, რომელშიც მოთავსებულია 31,3 გრ ფხვნილი, ჩაასხით 17 მლ გამოხდილი ან გადადუღებული წყალი. მიღებული სუსპენზიის მოცულება არის 37,5 მლ. მომზადებული
სუსპენზიის შენახვის ხანგრძლივობა 5 დღეა. გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბავშვებს სუსპენზიის მიღების შემდეგ მიაყოლებინეთ რამოდენიმე კოვზი ჩაი ან წყალი, რათა მთლიანად გადაყლაპოს პირის ღრუში დარჩენილი სუსპენზია.


შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15 – 25 C ტემპერატურაზე.
მზა სუსპენზია ინახება მაცივარში.
მომზადებული სუსპენზია ინახება 5 დღე.​​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
აზითრომიცინი
დოზა
200მგ/5მლ
ფორმა
ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
37.5მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat