აზითრომიცინი ბენე გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების, კანის და რბილი ქსოვილების, სქესობრივი გზით გადამდები მწვავე ინფექციების დროს.
ერთი კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: აზითრომიცინი (დიჰიდრატის სახით) – 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ვლინდება იშვიათად (1% და უფო მცირე).
ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს უარყოფითი მოქმედების რისკს;
ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში;
ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ არითმია და გახანგრძლივებული Q—თ ინტერვალი.
აზითრომიცინი ბენე ფარმი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ბავშვებში 6 თვიდან რეკომენდებულია სუსპენზიის მიღება.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციების (ქრონიკული მიგრირებული ერითემიის გარდა) დროს:
მოზრდილებში - 500 მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
ბავშვებში - 10მგ/კგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
ჰელიცობაცტერ პყლორი – სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს: 1 გ (500 მგ 2 კაფსულა) ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
სქესობრივი გზით გადამდები გაურთულებული ინფექციების დროს (ურეთრიტი, ცერვიციტი, რომელიც გამოწვეულია ჩჰლამყდია ტრაცჰომატის) – 1 გრამი დღეში, 3 დღის
განმავლობაში 7 დღის ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15 – 25C ტემპერატურაზე.
მზა სუსპენზია ინახება მაცივარში.
მომზადებული სუსპენზია ინახება 5 დღე.