აზითრომიცინი ნაჩვენებია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მწვავე ბაქტერიული გამწვავების დროს, მწვავე ბაქტერიული სინუსიტი, ქლამიდია პნევმონიით განპირობებული არაჰოსპიტალური პნევმონია.
თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აზითრომიცინს 500 მგ.
აზითრომიცინი ნაჩვენებია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მწვავე ბაქტერიული გამწვავების დროს, მწვავე ბაქტერიული სინუსიტი, ქლამიდია პნევმონიით განპირობებული არაჰოსპიტალური პნევმონია. ჰემოფილური ინფლუენზა, მიკოპლაზმური პნევმონია ან სტრეპტოკოკური პნევმონია, პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან შესაბამის პერორალურ მკურნალობაზე. იგი ასევე ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს: ფარინგიტი, ტონზილიტი, კანის და კანის სტრუქტურების გაურთულებელი ინფექციები, ურეთრიტი და ცერვიციტი, ასევე გენიტალიური წყლული.
არაჰოსპიტალური პნევმონია (მსუბუქი ფორმის), ფარინგიტი/ტონზილიტის მკურნალობა (მეორე e) კანის და კანის სტრუქტურების ინფექციები (გაურთულებელი) - 500 მგ ერთჯერადად პირველ დღეს, შემდეგ 250 მგ ერთჯერ დღეში 2-5 დღე.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მწვავე ბაქტერიული გამწვავება (მსუბუქიდან საშუალომდე სიმძიმის) - 500 მგ ერთჯერ დღეში x 3 დღე ან 500 მგ ერთჯერადად პირველ დღეს, შემდეგ 250 მგ ერთჯერ დღეში 2-5 დღე.
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
500 მგ ერთჯერ დღეში x 3 დღე
გენიტალიური წყლულოვანი დაავადება (რბილი შანკრი) - 1 გ დოზა ერთჯერადად
არაგონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი - 1 გ დოზა ერთჯერადად
გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი - 1 გ დოზა ერთჯერადად
აზითრომიცინი კარგად გადაიტანება და აღინიშნება მცირე გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენებიდან აღინიშნება: გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცელში (ტკივილი/სპაზმი), დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და გამონაყარი კანზე.
აზითრომიცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ამ პროდუქტის ან მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა როდესაც აზითრომიცინი მიიღება ღვიძლის ფუნქციის დარღევის მქონე პაციენტებში, რადგან აზითრომიცინი ძირითადად გამოიყოფა ღვიძლით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აზითრომიცინის გამოყენების შესახებ არ არსებობს მონაცემები. ამგვარად, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა როდესაც აზითრომიცინი ინიშნება ამგვარ პაციენტებში. არ შეიძლება აზითრომიცინის და ერგოტ წამოებულების ერთად მიღება.
არსებული კლინიკური კვლევებით რეკომენდებულია აზითრომიცინის გამოყენება ორსულობაში ქლამიდიური ცერვიციტის საწყისი მკურნალობისთვის. სხვა ინფექციების შემთხვევაში აზითრომიცინი მიიღება მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას. არ არის ცნობილი გადადის თუ არა აზითრომიცინი დედის რძეში. მეძუძურ დედებში გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. პრეპარატების შეიახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.