გამოიყენება გულმკერდის ღრუს ორგანოების, ყელის ან ცხვირის ინფექციების, ყურის მწვავე ინფექციების დროს.
აქტიური ნივთიერება: მიღებული სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 209.6 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს, რაც 200.00 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ბენზოატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ქსანტანის ფისი, ალუბლის არომატი, ბანანის არომატი.
აზიმაკის სუსპენზია ინიშნება ძირითადად 45 კგ-ზე ნაკლები მასის მქონე ბავშვებში.
ასევე გამოიყენება კაფსულის ყლაპვის პრობლემის მქონე მოზრდილებსა და შედარებით დიდი ასაკის ბავშვებში.
აზიმაკის მიიღება ხდება დღეში ერთხელ.
Chlamydia trachomatis, Haemophilus ducreyi ან მგრძნობიარე Nეისსერია გონორრჰოეაე-ით გამოწვეული, სქესობრივად გადამდები ინფექციების მკურნალობის დროს დოზა შეადგენს 1000 მგ-ს. პრეპარატის მიღება ხდება ერთჯერადად, პერორალურად.
S. pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტის/ტონზილიტის სამკურნალოდ აზიმაკი ინიშნება 5 დღის განმავლობაში, პირველ დღეს - 500 მგ დღეში და შემდეგ 250 მგ დღეში II-V დღეებში.
ყველა სხვა შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დოზით 1500 მგ, ანუ დღეში 500 მგ 3 დღის განმავლობაში.
45 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში გამოიყენება მოზრდილთა დოზა.
45 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ/კგ-ს და ინიშნება 3 დღის განმავლობაში.
სტრეპტოკოკული ფარინგიტის გარდა, ბავშვებში საერთო დოზა შეადგენს 30 მგ/კგ ანუ ერთჯერადი დღიური დოზა - 10 მგ/კგ, 3 დღის განმავლობაში ან 10 მგ/კგ პირველ დღეს და შემდეგ 5 მგ/კგ II-V დღეს, 5 დღიანი კურსის დროს.
ყურის მწვავე ინფექციის (შუა ყურის მწვავე ოტიტი) დროს შესაძლებელია ერთჯერადად 30 მგ/კგ დოზის დანიშვნა.
პედიატრიული სტრეპტოკოკული ინფექციის სამკურნალოდ ნაჩვენებია 10 მგ/კგ ან 20 მგ/კგ 3 დღის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 500 მგ-ისა დღე-ღამეში.
იშვიათად, მაგრამ ექიმმა შეიძლება პრეპარატი განსხვავებული სქემით დანიშნოს.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. მზა ხსნარი გამოიყენება მომზადებიდან 5 დღის განმავლობაში.