აზიმიცინი ტაბლეტი 500მგ #3

აზიმიცინი ტაბლეტი 500მგ #3

პოლონეთი

ტარხომინის ფარმ ქარხანა 'პოლფა'
პროდუქტის შესახებ
დასახელება - აზიმიცინი ტაბლეტი 500მგ #3

აზიმიცინი, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაჩვენებია აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ.
– ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი.
– შუა ყურის მწვავე ოტიტი.
– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, მსუბუქი და ზომიერად მძიმე პნევმონია, მათ შორის ინტერსტიციული პნევმონია.
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ერიზიპელა, იმპეტიგო და მეორადი ჩირქოვანი დერმატიტი; მიგრირებადი ერითერმის (ლაიმის დაავადების პირველი სიმპტომი); ზომიერი ჩვეულებრივი აკნე, მხოლოდ მოზრდილებში.
– სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები.
უკუჩვენებები
ალერგიული რეაქცია აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
გამოყენების წესი
აზითრომიცინი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ.
აზიმიცინის 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
ბავშვები და მოზარდები
აზიმიცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით რეკომენდებულია ბავშვებში არანაკლებ 45 კგ წონით. ბავშვების დანარჩენი ჯგუფისთვის რეკომენდებულია აზიმიცინის გამოყენება პერორალური სუსპენზიის ან 125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით.
დოზის გადაჭარბება
გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას, ნორმალური დოზების მიღებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო. მაკროლიდური ანტიბიოტიკების დოზის გადაჭარბების ტიპიური სიმპტომებია სმენის შექცევადი დაკარგვა, ძლიერი გულისრევა, ღებინება და დიარეა.
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ნაჩვენებია სამედიცინო ნახშირის მიღება და სიმპტომური მკურნალობა, საჭიროების შესაბამისი დამხმარე ზომები.
დოზის გამოტოვება
გამოტოვებული დოზა მიღებული უნდა იყოს რაც შეიძლება მალე და შემდეგ, მომდევნო დოზები რეკომენდებული დოზირების რეჟიმის მიხედვით. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზა არ მიიღება.
გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ტარხომინის ფარმ ქარხანა 'პოლფა'
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
აზითრომიცინი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
3
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი